კომპანიის შესახებ
Drogeria & Pharmacy არის ელექტრონული კომერციის პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეიძინოთ მედიკამენტები, საკვები დანამატები და პირადი მოვლის საშუალებები პირდაპირ მწარმოებლისგან — ხელმისაწვდომ ფასად და ხარისხის გარანტიით.
ვინ ვართ ჩვენ?
ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, რომლებსაც ფარმაცევტულ და ჯანდაცვის სფეროში 25 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ.
კომპანია შეიქმნა იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს რეალური მოთხოვნა ხარისხიან, ხელმისაწვდომ და სანდო წყაროდან მიღებულ პროდუქციაზე.
რატომ დროგერია და აფთიაქი?
პროდუქციას ვიღებთ პირდაპირ მწარმოებლისგან — ეს გვაძლევს კონკურენტული ფასის შეთავაზების შესაძლებლობას.
ვმუშაობთ სრულად ონლაინ, ფიზიკური აფთიაქების გარეშე, რაც ამცირებს ხარჯებს.
ერთ სივრცეში ვაერთიანებთ მედიკამენტებს, დანამატებსა და პარამედიცინის პროდუქტებს.
გთავაზობთ ექსკლუზიურ პროდუქციას, რომელიც ევროპულ ხარისხის სტანდარტებს აკმაყოფილებს, და უფასო მიწოდებას.
შეიძინე შენი ჯანმრთელობისთვის საჭირო პროდუქტები ერთ სივრცეში — სწრაფად, მარტივად და ხელმისაწვდომ ფასად.
