აციკლოვირ დენკი 200მგ 25 ტაბლეტი
ბრენდი: დენკ ფარმა
ქვეყანა: გერმანია
ჯენერიკი: აციკლოვირი
დოზა: 200 მგ
რაოდენობა და ფორმა შეფუთვაში: 25 ტაბლეტი
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სრული აღწერა:
აციკლოვირ დენკ 200 წარმოდგენილია კანისა და ლორწოვანი გარსების მარტივი ჰერპესული ვირუსის (შV) ინფექციების სამკურნალოდ, საწყისი და რეციდიული ფორმის გენიტალური ჰერპესის სამკურნალოდ (ახალშობილთა შV და იმუნიტეტდაქვეითებულ ბავშვებში მწვავე შV ინფექციების გარდა).
შემადგენლობა:
– აქტიური ნივთიერება არის აციკლოვირი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 200 მგ აციკლოვირს
– დამხმარე ნივთიერებებია მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პოვიდონ K-25, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი.
შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ ყველა ადამიანს არ უვლინდება ის. გვერდითი ეფექტების კლასიფიკაცია ხდება სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი: უფრო მეტი ვიდრე 10-ში 1;
ხშირი: მეტი ვიდრე 100-ში 1, მაგრამ ნაკლები ვიდრე 10-ში 1
არახშირი: მეტი ვიდრე 1 1000-ში, მაგრამ ნაკლები ვიდრე 100-ში 1
იშვიათი: მეტი ვიდრე 10 000-ში ერთი, მაგრამ ნაკლები ვიდრე ერთი 1000ში
ძალიან იშვიათი: 1 ან ნაკლები 10 000, ინდივიდუალური შემთხვევების ჩათვლით
უცნობი სიხშირით: არსებული მონაცემების საფუძველზე ვერ მოხერხდა შეფასება
ძირითადი გვერდითი ეფექტები ან ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიექცეს, და ან რა უნდა გააკეთოს პაციენტმა, თუ ისინი გამოვლინდა
თუ აქ ჩამოთვლილი მწვავე ალერგიული რეაქციები გამოვლინდა, უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და უნდა მიემართოს სამედიცინო დახმარებას დაუყონებლივ:
– მოულოდნელი გართულებები სუნთქვის, ლაპარაკისა ან ყლაპვის მხრივ, ქოშინი,
– სისუსტე, არტერიული წნევის დაცემა,
– ტუჩების, ენის, სახის ან ხორხის შეშუპება
მწვავე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქტიკური რეაქციები, ანგიოედემა, ქოშინი) იშვიათია.
თუ ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნები გამოვლინდა, რომელიც გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე, უნდა შეწყდეს ამ მედიკამენტის მიღება და უნდა მიემართოს სამედიცინო დახმარებას დაუყონებლივ: ზოგადი ფსიქიკური მოუსვენრობა, კონფუზიის შემთხვევები, კანკალი, მოძრაობის და მეტყველების მხრივ დარღვევები, ილუზიები, დეპერსონ-ალისაცია, კრუნჩხვა, პათოლოგიური ცვილლებები ტვინის მხრივ, უძილობა და მოუწესრიგებელი ცნობიერება, მათ შორის ცნობიერების დაკარგვა.
ეს გვერდითი ეფექტები, რომელიც ქრება მედიკამენტის მიღების შეწყვეტის შემდეგ, ჩნდება თირკმლის უკმარისობის ან სხვა დაზიანებების მქონე პაციენტებში, ზრდის ამ არასასურველი ეფექტის ალბათობას. ეს გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათია.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს
ხშირად:
– თავბრუსხვევა, თავის ტკივილი
– გულისრევა, ღებინება, დიარეა და მუცლის ტკივილი,
– ქავილი, კანის გამონაყარი, მზის სხივებისადმი მომატებული მგრძნობელობა
არა ხშირად:
– ჭინჭრის ციება,
– დაღლილობა, სიცხე;
– თმის ცვენა იქნა აღნიშნული აციკლოვირის მიღებისას, თუმცა გაურკვეველია ურთიერთქმედება
იშვიათად:
– სისხლის მაჩვენებლების მომატება (ღვიძლის მაჩვენებლები, თირკმლის მაჩვენებლები, ბილორუბინი, შარდოვანა)
ძალიან იშვიათად:
– სისხლის წითელი ან თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება;
– თირკმელის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ტკივილი
– ღვიძლის მხრივ დარღვევები (ჰეპატიტი), სიყვითლე
მიღების წესი:
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის ადექვატურ რაოდენობასთან ერთად (1 ჭიქა წყალი) ჭამის შემდეგ.
მკურნალობისას ყურადღება უნდა მიექცეს სითხის ადექვატური რაოდენობით მიღებას, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დაქვეითების შემთხვევაში,
სპეციალური შენიშვნა
აციკლოვირ დენკ 200 გამოყენებულ უნდა იქნას პირველივე სიმპტომების გამოვლენისას რაც შეიძლება მალე. განსაკუთრებით, მარტივი ჰერპესის რეციდივის შემთხვევაში პრეპარატი უნდა მიღებულ იქნას განმეორებითი ინფექციის პირველი სიმპტომების (მაგალითად: ქავილი, დაჭიმულობა და პირველი ბუშტუკები) გაჩენისთანავე.
