უფასო მიწოდება მთელ საქართველოში
აციკლოვირ დენკი 5%  7გრ  კრემი
ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები

აციკლოვირ დენკი 5% 7გრ კრემი

20.00 ₾
არ არის მარაგში

ბრენდი: დენკ ფარმა
ქვეყანა: გერმანია
ჯენერიკი: აციკლოვირი
დოზა: 7 გრამი
რაოდენობა და ფორმა შეფუთვაში: 1 ტუბი კრემი
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სრული აღწერა:
აციკლოვირ დენკ 5% კრემი არის პრეპარატი, რომელიც აჩერებს ზოგიერთი ვირუსის ზრდას (ანტივირუსული საშუალება, ვირუსული დნმ-პოლიმერაზას ინჰიბიტორი).
აციკლოვირ დენკ 5% კრემი გამოიყენება კანის ჰერპესით, მათ შორის გენიტალური და ტუჩის საწყისი და რეციდიული ჰერპესის ჩათვლით გამოწვეული ქავილის და ტკივილის სამკურნალოდ (სასქესო ორგანოების და ლაბიალის მორეციდივე ჰერპესი)

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება არის აციკლოვირი. 1 გრამი კრემი შეიცავს 50 მგ აციკლოვირს.
დამხმარე ნივთიერებებია სტეაროლის მაკროგოლგლიცერიდები, დიმეტიკონი, ცეტილის სპირიტი, თეთრი ფერის რბილი პარაფინი, თხევადი პარაფინი, პროპილენის გლიკოლი, სუფთა წყალი.

შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, აციკლოვირ დენკ 5% კრემმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ ყველა ადამიანს არ უვლინდება ის.
გვერდითი ეფექტების კლასიფიკაცია ხდება სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი: უფრო მეტი ვიდრე 10-ში 1;
ხშირი: მეტი ვიდრე 100-ში 1, მაგრამ ნაკლები ვიდრე 10-ში 1
არახშირი: მეტი ვიდრე 1 1000-ში, მაგრამ ნაკლები ვიდრე 100-ში 1
იშვიათი: მეტი ვიდრე 10 000-ში ერთი, მაგრამ ნაკლები ვიდრე ერთი 1000-ში
ძალიან იშვიათი: 1 ან ნაკლები 10 000, ინდივიდუალური შემთხვევების ჩათვლით
უცნობი სიხშირით: არსებული მონაცემების საფუძველზე ვერ მოხერხდა შეფასება

დღეისათვის შემდეგი სახის გვერდითი ეფექტებია ცნობილი:

კანი და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები:
არახშირი: შესაძლებელია გამოყენების ადგილზე გაჩნდეს ხანმოკლე წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება. დამუშავების ადგილზე ზოგჯერ იქერცლება კანი, ჩნდება ზომიერი სიმშრალე და ქავილის შეგრძნება.
იშვიათად: სიწითლე, კონტაქტური დერმატიტის შემთხვევები დაფიქსირდა კრემის გამოყენების შემდეგ. ალერგიულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ძირითადად ამის მიზეზი იყო დამხმარე ნივთიერებები და არა აქტიური ნივთიერება აციკლოვირი. კონტაქტური დერმატიტის დადგენა შესაძლებელია იმით, რომ ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები უფრო მეტად გამოხატულია კრემით დაუმუშავებელ ადგილებზე. აღნიშნულ შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს.

იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები
ძალიან იშვიათად: სწრაფი ტიპის ჰიპერმგრძნობელური რეაქციები, როგორიც არის ანგიოედემა (კვინკეს შეშუპება, კანის შესიება, განსაკუთრებით პირსახის არეში)

უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გვერდითი ეფექტი გაუარესდა ან გამოვლინდა ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღწერილი გამოყენების ამ ინსტრუქციაში.

გამოყენების წესი:
აციკლოვირ დენკ 5% კრემს უსვამენ ბამბიანი ჯოხის მეშვეობით, ისეთი რაოდენობით რომ დაფაროს კანის დაინფიცირებული ადგილები.
წასმისას აუცილებელია პაციენტი დარწმუნებული იყოს, რომ კრემით დაფარულია არამარტო ჰერპესის ხილული ნიშნები (ბუშტუკები, შესიება და სიწითლე), არამედ მიმდებარე ადგილებიც.
კრემის ხელით წასმისას, მანიპულაციამდე და მანიპულაციის შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები, რათა თავიდან აიცილოთ დამატებითი ინფექციის განვითარება (მაგალითად ბაქტერიების) კანის დაზიანებულ ადგილას და ასევე გამორიცხოთ დაუზიანებელ ლორწოვანასა და კანის სხვა ადგილებზე ვირუსის გადატანა.

მსგავსი პროდუქტები

ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები
ფლუკონა დენკი 150მგ 1 კაფსულა
6.00 ₾
კარდიომეტაბოლური
Nifedi-Denk 10 Retard 100 Tablets – ნიფედი დენკი 10მგ რეტარდი 100 ტაბლეტი
15.00 ₾
მედიკამენტები
იბუპროფენ დენკი 600მგ 20 ტაბლეტი
6.00 ₾
ანტიალერგიული
Deslora-Denk 5 mg 10 Tablets – დესლორა-დენკი 5 მგ 10 ტაბლეტი
10.00 ₾