უფასო მიწოდება მთელ საქართველოში
ანასტროზოლი დენკი 1მგ  30 ტაბლეტი
მედიკამენტები

ანასტროზოლი დენკი 1მგ 30 ტაბლეტი

59.00 ₾
არ არის მარაგში

ბრენდი: დენკ ფარმა
ქვეყანა: გერმანია
ჯენერიკი: ანასტროზოლი
დოზა: 1მგ
რაოდენობა და ფორმა შეფუთვაში: 30 ტაბლეტი
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

კატეგორია: მედიკამენტები
გააზიარე:FacebookXWhatsApp

სრული აღწერა:
ანასტროზოლ დენკ 1 მგ შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება ანასტროზოლი. იგი ეკუთვნის პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც ,,არომატაზას ინჰიბიტორები” ეწოდებათ. ანასტროზოლ დენკ 1 მგ გამოიყენება ქალებში ძუძუს კიბოს სამკურნალოდ, კლიმაქტერიული პერიოდის შემდეგ.
ანასტროზოლ დენკ 1 მგ მოქმედებს ორგანიზმში გამომუშავებული ჰორმონის – ესტროგენის შემცირების გზით. ეს ხდება ორგანიზმში გამომუშავებული ბუნებრივი სუბსტანციის (ფერმენტის) – ,,არომატაზას” ინჰიბირების გზით.
ანასტროზოლ დენკ 1 მგ-ის მიღებასთან ან დანიშვნასთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება არის ანასტროზოლი. თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 1 მგ ანასტროზოლს.
დამხმარე ნივთიერებები:
ტაბლეტის შიგთავსი:
ლაქტოზის მონოჰიდრატი, კარბოქსიმეთილის სახამებელი–ნატრიუმი (ტიპი A), პოვიდონ K-25, მაგნიუმის სტეარატი (მცენარეული).
გარსი:
ჰიპრომელოზა, მაკროგოლ 6000, ჰიდრირებული ბამბის თესლის ზეთი, სახამებელი მოდიფიცირებული (სიმინდი), ტიტანის დიოქსიდი (E171)

შესაძლო გვერდითი ეფექტები:
სხვა პრეპარატების მსგავსად, ანასტროზოლ დენკ 1 მგ-საც შესაძლებელია ჰქონდეს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

უნდა შეწყდეს ანასტროზოლ დენკ 1 მგ-ის მიღება და დაინიშნოს გადაუდებელი სამედიცინო მკურნალობა, თუ გამოვლინდა რომელიმე სერიოზული, მაგრამ უიშვიათესი გვერდითი ეფექტები:
– კანის სერიოზული რეაქცია წყლულებითა და ბუშტუკებით. ე.წ ‘’სტივენს-ჯონსონის სინდრომი”.
– ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობითი) რეაქციები ყელის შეშუპებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები. ამ რეაქციას ეწოდება ‘’ანგიოშეშუპება”.

ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
 თავის ტკივილი
 ალები
 გულისრევა
 გამონაყარი
 სახსრების ტკივილი ან რიგიდობა.
 სახსრების ანთება (ართრიტი)
 სისუსტის შეგრძნება
 ძვლის ქსოვილის სიმკვრივის შემცირება (ოსტეოპოროზი)
 დეპრესია

ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-10-მდე პაციენტში)
– მადის დაკარგვა
– სისხლში ქოლესტერინის სახელით ცნობილი ცხიმოვანი ნივთიერებების, მომატება ან მაღალი მაჩვენებელი. ეს შესაძლებელია გამოვლინდეს სისხლის ანალიზის საშუალებით.
– ძილიანობა;
– მაჯის გვირაბის სინდრომი (ქავილი, ტკივილი, სიცივის შეგრძნება, სისუსტე ხელის თითების ნაწილში);
– ჩხვლეტის შეგრძნება კანზე ან დაბუჟება, გემოს დაკარგვა.
– ფაღარათი;
– ღებინება;
– ცვლილება ღვიძლის ფუნქციის ამსახველ სისხლის ანალიზში;
 თმის გათხელება (თმის ცვენა);
 ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობითი) რეაქციები, რომლებიც შესაძლებელია გამოვლინდეს სახეზე, ტუჩებსა და ენაზე;
 ძვლების ტკივილი
 ვაგინალური სიმშრალე
 ვაგინალური სისხლდენა (ჩვეულებისამებრ, ვლინდება მკურნალობის პირველ კვირას. თუ სისხლდენა გაგრძელდა, კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს).
 კუნთების ტკივილი

არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 1,000-დან 1-10-მდე პაციენტში)
– ცვლილებები სისხლის კონკრეტულ ანალიზებში, რომლებიც ასახავენ ღვიძლის ფუნქციას (გამა-გლუტამილტრანსფერაზა და ბილირუბინი)
– ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);
– გამონაყარი და ჭინჭრის ციება;
– ნოტის დაავადება (მდგომარეობა, როდესაც თითი ან ცერა თითი რჩება მოხრილ მდგომარეობაში);
– სისხლში კალციუმის დონის მომატება. თუ გავითარდა გულისრევა, ღებინება ან წყურვილის შეგრძნება, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს სისხლის მაჩვენებლების შემოწმება.

იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 10,000-დან 1-10-მდე პაციენტში)
 კანის იშვიათი ანთება, რაც შეიძლება გამოვლინდეს წითელი ლაქების ან წყლულების სახით.
 ჰიპერმგრძნობელობით გამოწვეული გამონაყარი (მიზეზი შეიძლება იყოს ალერგია ან ანაფილაქტოიდური რეაქციები).
 მცირე სისხლძარღვების ანთება, რაც იწვევს კანის წითელ ან იასამნისფერ შეფერილობას. ძალიან იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს ჩივილები სახსრების ან კუჭის მხრივ და ასევე თირკმელების ტკივილი; აღნიშნულ გვერდით მოვლენას ეწოდება “შონლაინ-ჰენოხის ჰემორაგია”.

ზეგავლენა ძვლებზე
ანასტროზოლ დენკ 1 მგ ამცირებს ჰორმონ ესტროგენის რაოდენობას ორგანიზმში. ამან შეიძლება გამოიწვიოს ძვლებში არსებული მინერალების რაოდენობის დაქვეითება. ძვლების სიმკვრივე შესაძლებელია შემცირდეს და გაიზარდოს მოტეხილობის განვითარების რისკი. მკურნალი ექიმი აღნიშნულ რიკსებს შეაფასებს პოსტმენოპაუზის ასაკში მყოფ ქალებში, არსებული ძვლების მკურნალობის გზამკვლების შესაბამისად. პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან რისკებისა და მკურნალობის ვარიანტების შესახებ.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ სახეს ან პაციენტი შეამჩნევს რაიმე გვერდით ეფექტს, რაც არ არის ჩამოთვლილი აღნიშნულ ინსტრუქციაში, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მიღების წესი:
ანასტროზოლDდენკ 1 მგ ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის რაიმეში დარწმუნებული, კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
– რეკომენდებული დოზა შეადგენს 1 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს დღეში;
– სასურველია, რომ ტაბლეტი მიღებულ იქნას ყოველდღიურად ერთი და იგივე დროს;
– ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს დაუღეჭავად, წყალთან ერთად;
– არ აქვს მნიშვნელობა ანასტროზოლDდენკ 1 მგ მიიღება ჭამამდე, ჭამის დროს თუ მის შემდეგ.
ანასტროზოლ Dდენკ 1 მგ მიიღება მკურნალი ექიმის მიერ დადგენილი ხანგრძლივობით. ეს არის ხანგრძლივი მკურნალობა და შესაძლებელია, რომ საჭირო გახდეს მისი მიღება რამდენიმე წლის განმავლობაში. რაიმე ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

მსგავსი პროდუქტები

ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები
ფლუკონა დენკი 150მგ 1 კაფსულა
6.00 ₾
კარდიომეტაბოლური
Nifedi-Denk 10 Retard 100 Tablets – ნიფედი დენკი 10მგ რეტარდი 100 ტაბლეტი
15.00 ₾
მედიკამენტები
იბუპროფენ დენკი 600მგ 20 ტაბლეტი
6.00 ₾
ანტიალერგიული
Deslora-Denk 5 mg 10 Tablets – დესლორა-დენკი 5 მგ 10 ტაბლეტი
10.00 ₾