უფასო მიწოდება მთელ საქართველოში
ციპრო დენკი 500მგ  10 ტაბლეტი
ანტიბიოტიკები

ციპრო დენკი 500მგ 10 ტაბლეტი

9.00 ₾11.00 ₾18%
არ არის მარაგში

ბრენდი: დენკ ფარმა
ქვეყანა: გერმანია
ჯენერიკი: ციპროფლოქსაცინი
დოზა: 500 მგ
რაოდენობა და ფორმა შეფუთვაში: 10 ტაბლეტი
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

კატეგორია: ანტიბიოტიკები
გააზიარე:FacebookXWhatsApp

სრული აღწერა:
ციპრო-დენკ 500 შეიცავს აქტიურ ნივთიერება ციპროფლოქსაცინს. ციპროფლოქსაცინი არის ანტიბიოტიკი, რომელიც მიეკუთვნება ფტორქუინოლონის ჯგუფს. ციპროფლოქსაცინი კლავს ინფექციის გამომწვევ ბაქტერიას. იგი მოქმედებს მხოლოდ ბაქტერიების ზოგიერთ შტამზე.

მოზრდილები

ციპრო-დენკ 500 გამოიყენება მოზრდილებში, შემდეგი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ:
– სასუნთქი გზების ინფექციები;
– ყურის ან სინუსის ანთების გარკვეული ფორმები
– საშარდე გზების ინფექციები;
– ქალის და მამაკაცის გენიტალური ორგანოების ინფექციები;
– გასტროინტესტინალური ტრაქტის და მუცლის ღრუს ინფექციები;
– კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები;
– ძვლების და სახსრების ინფექციები;
– იმ ინფექციების თავიდან ასაცილებლად, რომლის გამომწვევია ბაქტერია Neisseria meningitidis
– ციმბირის წყლულის ინჰალაციური მკურნალობის შემდეგ.
ციპროფლოქსაცინი შეიძლება გამოყენებული იქნას ისეთ პაციენტებში, რომელთაც აქვთ გარკვეული სისხლის თეთრი უჯრედების ძალიან დაბალი რაოდენობა (ნეუტროპენია) და სიცხე და მოსალოდნელია, რომ მისი გამომწვევი იყოს ბაქტერიული ინფექცია;
თუ პაციენტს აწუხებს მწვავე ან რამდენიმე ტიპის ბაქტერიით გამოწვეული ინფექცია, მას ციპრო-დენკ 500-თან ერთად შეიძლება დაენიშნოს დამატებითი ანტიბიოტიკური მკურნალობა.

ბავშვები და მოზარდები
ციპრო-დენკ 500 გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში, სპეციალისტის მეთვალყურეობით, შემდეგი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ:
– ფილტვის და ბრონქიალური ინფექციები ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებსაც აწუხებთ კისტოზური ფიბროზი;
– საშარდე გზების გართულებული ინფექციები და პიელონეფრიტი (თირკმლის ანთების ფორმა);
– ციმბირის წყლულის ინჰალაციური მკურნალობის შემდეგ.

შემადგენლობა:
• აქტიური ნივთიერება არის ციპროფლოქსაცინი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ციპროფლოქსაცინს (ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდის სახით).
• დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (A ტიპი), მცირედ ჩანაცვლებული ჰიდროქსიპროპილის ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი [მცენარეული], ჰიპრომელოზა, მაკროგოლ 400, ტიტანიუმის დიოქსიდი, ტალკი.

შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტი, თუმცა ის ყველა პაციენტს არ უვითარდება.
შემდეგ პუნქტში მოცემულია ყველაზე სერიოზული გვერდითი ეფექტები, რომელთა ამოცნობაც შესაძლებელია:
უნდა შეწყდეს ციპრო-დენკ 500-ის მიღება და დაუყოვნებლივ მიემართოს მკურნალ ექიმს, რათა განხილული იქნას სხვა ანტიბიოტიკო-თერაპია, თუ გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე.

იშვიათი: (1,000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
– კრუნჩხვები (იხ.Pპუნქტი 2 “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”)

ძალიან იშვიათი (10,000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
– მწვავე, უეცარი ალერგიული რეაქცია ისეთი სიმპტომებით როგორიც არის დაჭიმულობა გულმ-კერდის არეში, თავბრუსხვევის შეგრძნება, ავადმყოფობა ან სისუსტე, ან ფეხზე დგომის დროს თავბრუსხვევა (ანაფილაქსიური რეაქცია/შოკი) (იხ. პუნქტი 2 “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”)
– კუნთების სისუსტე, მყესის ანთება, მყესის გაწყვეტა- განსაკუთრებით დიდი მყესის ტერფის უკანა ნაწილში (აქილევსის ქუსლი) (იხ. პუნქტი 2 “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”)
– სიცოცხლისათვის საშიში გამონაყარი კანზე, ბუშტუკების ფორმით ან წყლულის სახით პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, თვალებში და სხვა ლორწოვანი გარსების მემბრანებში, როგორიცაა სასქესო ორგანოები, რომელიც შეიძლება პროგრესირდეს ფართო გამონაყარით ან კანის აქერცვლით (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)

უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებით სიხშირე ვერ დადგინდა)
– ტკივილის უჩვეულო შეგრძნება, წვის, ყურებში ხმაურის შეგრძნება, დაბუჟება ან კუნთების სისუსტე კიდურებში (ნეუროპათია) (იხ. პუნქტი 2 “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”)
 წამლის რეაქცია, რომელიც ვლინდება გამონაყარის, ცხელების, შინაგანი ორგანოების ანთების, ჰემატოლოგიური დარღვევების სახით, ან სისტემური დაავადებით (DRESS მედიკამენტის რეაქცია ეოზინოფილიასთან და სისტემურ ნიშნებთან ერთად, AEGP მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი)
სხვა გვერდითი ეფექტები, რომლებიც გამოვლინდა ციპროფლოქსაცინით მკურნალობის დროს ჩამოთვლილია ქვემოთ, როგორც ვლინდება ისინი.

ხშირი გვერდითი ეფექტები: (10 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
– გულისრევა, დიარეა
– სახსრების ტკივილი და სახსრების ანთება ბავშვებში

არახშირი გვერდითი ეფექტები: (100 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
– მოზრდილებში სახსრების ტკივილი
– სოკოს სუპერინფექციები
– ეოზინოფილური გრანულოციტების მაღალი კონცენტაცია, ლეიკოციტების გარკვვეული რაოდენობა
– მადის დაკარგვა
– ჰიპერაქტიურობა ან მოუსვენრობა
– თავის ტკივილი, მსუბუქი თავბრუსხვევა, ძილიანობა ან გემოვნების მხრივ დარღვევა;
– ღებინება, მუცლის ტკივილი, საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ დარღვევა, როგორიცაა მეტეორიზმი (სისავსის შეგრძნება/გულძმარვა) ან მეტეორიზმი
– სისხლში ზოგიერთი ნივთიერების მომატება (ტრანსამინაზები, და/ან ბილირუბინი)
– გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება
– თირკმელის დისფუნქცია
– კუნთების ან ძვლების ტკივილი, მუდმივად ცუდად ყოფნის შეგრძნება (ასთენია) ან ცხელება
– სისხლში ტუტე ფოსფატაზის მომატება (სისხლში გარკვეული ნივთიერება)

იშვიათი გვერდითი ეფექტები: (1,000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
– კუნთების ტკივილი, სახსრების ანთება, კუნთების მომატებული დაჭიმულობა და კრუნჩხვები
– ანტიბიოტიკებით გამოწვეული მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი), ძალიან იშვიათად ფატალური შედეგით (იხ. პუნქტი 2 “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”)
– სისხლის მაჩვენებლების რაოდენობის შეცვლა (ლეიკოციტოპენია, ლეიკოციტოზი, ნეიტროპენია, ანემია), სისხლის კოაგულაციური ფაქტორის მომატება (თრომბოციტები)
– ალერგიული რეაქციები, შეშუპება (ოედემა) ან სახის და ლორწოვნი გარსის სწრაფი შეშუპება (ანგიოედემა);
– ალერგიული რეაქციები, შეშუპება ან კანის და ლორწოვანი გარსის დაჩქარებული შეშუპება (ანგიოედემა) (იხ.Pპუნქტი 2 “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”)
– სისხლში გლუკოზის მაჩვენებლების რაოდენობის მომატება (ჰიპერგლიკემია)
– სისხლში გლუკოზის მაჩვენებლების რაოდენობის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია) (იხ. პუნქტი 2 “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”)
– კონფუზია, დეზორიენტაცია, შფოთვა, კოშმარები, დეპრესია (თვითმკვლელობაზე ფიქრები, მოქმედებები და სრული სუიციდი) (იხ. Pპუნქტი 2 “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”) ან ჰალუცინაციები
– ყურებში შუილი, უჩვეულო მგრძნობელობა სენსორულ სტიმულებზე, კანის მგრძნობელობის მომატება, კანკალი, თავბრუსხვევა.
– მხედველობის მხრივ დარღვევები; გაორებული მხედველობის ჩათვლით (იხ. Pპუნქტი 2 “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”)
– ყურებში შუილი (ტინიტუსი), სმენის დაკარგვა ან სმენის გუარესება
– გულის ფრიალი (ტაქიკარდია);
– სისხლძარღვების გაფართოება (ვაზოდილაცია), არტერიული წნევის შემცირება ან გულის წასვლა;
– სუნთქვის უკმარისობა, მათ შორის ასთმური ნიშნები;
– ღვიძლის უკმარისობა, სიყვითლე (ნაღველის დაგროვება) ან ღვიძლის ანთება;
– ფოტოსენსიტიურობა (იხ. Pპუნქტი 2 “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”)
– თირკმელის უკმარისობა, სისხლის ან კრისტალები შარდში, საშარდე გზების ანთება;
– სითხის შეკავება ან ჭარბოფლიანობა;
– ამილაზის ფერმენტების გაზრდილი რაოდენობა

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები: (10,000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
 სისხლის ზოგიერთი წითელი უჯრედის შემცირება (ჰემოლიზური ანემია), სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) საშიში შემცირება (აგრანულოციტოზი) (იხ. პუნქტი 2 “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”), სიცოცხლისთვის საშიში სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია) და ძვლის ტვინის უკმარისობა, რომელიც ასევე შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს
– მწვავე ალერგიული რეაქციები ე.წ შრატში დაავადების მსგავსი რეაქციები (იხ. პუნქტი 2 “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”)
– დარღვევები ფსიქიკის მხრივ (ფსიქიკური რეაქციები, ფიქრები სუიციდზე, სუიციდის მცდელობები ან თვითმკვლელობა) (იხ. Pპუნქტი 2 “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”)
– შაკიკი, კოორდინაციის დარღვევა, არამყარი სიარული (სიარულის დარღვევა), ყნოსვის დარღვევა (ყნოსვითი აშლილობა), თავის ქალის შიდა წნევის მომატება (ინტრაკრანიალური წნევა და იდიოპათიური ძვლისშიდა ჰიპერტენზია).
– დარღვევები ფერადი მხედველობის მხრივ;
– სისხლძარღვების კედლების ანთება (ვასკულიტი);
– პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი);
– ღვიძლის უჯრედების სიკვდილიანობა (ღვიძლის ნეკროზი), ძალიან იშვიათად ვითარდება სიცოცხლისთვის საშიში ღვიძლის უკმარისობა (იხ.Pპუნქტი 2 “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”)
– პატარა, ძალიან პატარა სისხლდენები კანქვეშ (პეტეხია); კანის სხვადასხვა სახის ცვლილებები და გამონაყარი
– მიასთენია გრავისის ნიშნების გაუარესება (იხ. Pპუნქტი 2 “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”)

უცნობი სიხშირით: (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე ვერ დადგინდა)
– ზედმეტად აღშფოთებული (მანია) ან ზედმეტი ოპტიმიზმი და ზედმეტად აქტიურობა (ჰიპომანია)
– გულის უჩვეულოდ სწრაფი რითმი, სიცოცხლისთვის საშიში არარეგულარული რითმი, გულის რითმის ცვლილება (ე/წ QT ინტერვალის გახანგრძლივება, ელექტროკარდიოგრამაზე ვლინდება გულის ელექტრული აქტივობა)
– სისხლის შედედების მხრივ პრობლემები (იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ვიტამინ K-ს ანტაგონისტებით)
– სინდრომი, რომელიც დაკავშირებულია წყლის გამოყოფის დაქვეითებასთან და ნატრიუმის დაბალ დონესთან (SIADH)
– ცნობიერების დაკარგვა სისხლში შაქრის მაჩვენებლის მკვეთრი ვარდნის გამო (ჰიპოგლიკემიური კომა) იხ. პუნქტი 2.
ხანგრძლივი პერიოდით მოხმარების დროს (თვეები ან წლები) ძალიან იშვიათ შემთხვევები ან წამლის მუდმივი გვერდითი რეაქციები, როგორიცაა: მყესის ანთება, მყესის გაწყვეტა, სახსრების ტკივილი, კიდურების ტკივილი, სიარულის გაძნელება, არანორმალური შეგრძნებები როგორიცაა: ქინძისთავებით და ნემსებით ჩხვლეტის შეგრძნება, სისუსტე, ტკივილი, წვის შეგრძნება, დაბუჟება ან ტკივილი (ნეიროპათია), დეპრესია, დაღლილობა, ძილის დარღვევა, მეხსიერების დაქვეითება, ასევე სმენის დაქვეითება, მხედველობის და გემოს და ყნოსვის დაქვეითება, რომელიც ასოცირდება ქინოლონისა და ფლუოროქინოლონის ანტიბიოტიკების მიღებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში მიუხედავად არსებული რისკ ფაქტორებისა.

აორტის კედლის შესუსტების ან გადიდების შემთხვევები ან აორტის კედლის დისექცია (ანევრიზმი და დისექცია), რომელიც შეიძლება დაირღვეს და ფატალური იყოს, და გულის სარქველების გაჟონვა, დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფტორქინოლონებს.

მიღების წესი:
ეს მედიკამენტი ყოველთვის მიიღება ექიმის ან ფარმაცევტის ზუსტი დანიშნულების შესაბამისად. უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი არ არის რაიმეში დარწმუნებული.
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ციპრო-დენკ 500-ის მიღების რაოდენობას, სიხშირეს და ხანგრძლივობას. აღნიშნული დამოკიდებულია ინფექციის ტიპსა და სიმწვავეზე.
მკურნალი ექიმი ინფორმირებული უნდა იყოს, თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის მხრივ დარღვევები, რადგან ასეთ შემთხვევაში დოზა უნდა დაკორექტირდეს.
მკურნალობა, როგორც წესი გრძელდება 5-დან 21 დღემდე, მწვავე ინფექციის შემთხვევაში, შეიძლება უფრო ხანგრძლივი დროით გამოყენება. ციპრო-დენკ 500 მიიღება ექიმის დანიშნულების ზუსტი დაცვით.
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად (დაუღეჭავად) საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად. არ უნდა მოხდეს ტაბლეტის დაღეჭვა მისი არასასიამოვნო გემოს გამო.
ტაბლეტი შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად.
თუ შესაძლებელია, სასურველია ციპრო-დენკ 500 მიღებულ იქნეს, ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს. ციპრო-დენკ 500-ის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად. აქტიური ნივთიერების აბსორბციის მინიმალური ეფექტი მიიღწევა ისეთ საკვებთან ერთად მიღებისას, რომელიც შეიცავს კალციუმს. არ შეიძლება ციპრო-დენკ 500-ის მიღება რძის პროდუქტებთან ერთად, როგორიც არის რძე ან იოგურტი, ან მინერალებით გამდიდრებულ სასმელებთან ერთად (მაგალითად: კალციუმით გამდიდრებული ფორთოხლის წვენი).
პაციენტი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ის ღებულობს საკმარისი რაოდნობით წყალს ციპრო-დენკ 500-ით მკურნალობის პერიოდში.

მსგავსი პროდუქტები

ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები
ფლუკონა დენკი 150მგ 1 კაფსულა
6.00 ₾
კარდიომეტაბოლური
Nifedi-Denk 10 Retard 100 Tablets – ნიფედი დენკი 10მგ რეტარდი 100 ტაბლეტი
15.00 ₾
მედიკამენტები
იბუპროფენ დენკი 600მგ 20 ტაბლეტი
6.00 ₾
ანტიალერგიული
Deslora-Denk 5 mg 10 Tablets – დესლორა-დენკი 5 მგ 10 ტაბლეტი
10.00 ₾