კლოტრი–დენკი 100მგ 6 ვაგინალური ტაბლეტი
ბრენდი: დენკ ფარმა
ქვეყანა: გერმანია
ჯენერიკი: კლოტრიმაზოლი
დოზა: 100 მგ
რაოდენობა და ფორმა შეფუთვაში: 6 ტაბლეტი ვაგინალური+აპლიკატორი
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სრული აღწერა:
კლოტრი-დენკ 100 ვაგინალი გამოიყენება ვაგინალური სოკოვანი ინფექციბის სამკურნალოდ.
კლოტრიმაზოლი, კლოტრი-დენკ 100 ვაგინალის აქტიური ნივთიერება, თრგუნავს სოკოს ისეთი უჯრედების ზრდას და გამრავლებას, როგორიც არის მაგალიტად საფუარა, ასევე სხვა ბევრი სოკოვანი ელემენტები და ზოგიერთი ბაქტერია.
კლოტრი-დენკ 100 ვაგინალი გამოიყენება
საფუარა სოკოს მიერ გამოწვეული ვაგინალური გამონადენის, სოკოთი გამოწვეული ვაგინალური ანთების დროს – ძირითადად საფუარის სოკოები ცანდიდა გენუს – ასევე, კლოტრიმაზოლის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული თანმხლები ინფექციები (სუპერინფექციები).
უნდა მიემართოს ექიმს, თუ პაციენტი თავს არ გრძნობს უკეთ, ან მისი მდგომარეობა გაუარესდა.
შემადგენლობა:
– აქტიურ ნივთიერება არის კლოტრიმაზოლი. თითოეული ვაგინალური ტაბლეტი შეიცავს 100მგ კლოტრიმაზოლს.
– დამხმარე ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცეცლულოზა, ნატრიუმის დოდეცილის სულფატი, ჰიპრომელოზა, ცელულოზის ფხვნილი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი [ბოსტნეული].
შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ყველა პრეპარატის მსგავსად კლოტრი-დენკ 100 ვაგინალსაც შესაძლებელია ჰქონდეს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ზოგიერთი გვერდითი მოვლენის სიხშირე გამოიხატება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
ძალიან ხშირად შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 ან მეტ ადამიანზე.
ხშირად: შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 ადამიანზე.
იშვიათად: შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1 ადამიანზე
იშვიათად: შეიძლება გავლენა იქონიოს 1,000-დან 1 ადამიანზე
ძალიან იშვიათად: შეიძლება გავლენა იქონიოს 10,000-დან 1 ადამიანზე
უცნობი: არსებული მონაცემებით სიხშირე ვერ დადგინდა.
შემდეგი გვერდითი რეაქციები გამოვლინდა კლოტრიმაზოლის პოსტ-ავტორიზაციის შემდგომ.
რადგან აღნიშნული რეაქციები მოწოდებული იქნა ნებაყოფლობით, დაუზუსტებელი რაოდენობის მომხმარებელთა ჯგუფის მიერ, სიხშირე ვერ დადგინდება არსებული მონაცემებით.
მნიშვნელოვანი გვერდითი რეაქციები ან ნიშნები, რომლიც გამოვლენის შემთხვევაში უნდა იყოთ ფრთხილად და მიიღოთ შესაბამისი ზომები.
რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, უნდა შეწყდეს კლოტრი-დენკ 100 ვაგინალის მიღება და მიემართეთ ექიმს, რაც შეიძლება მალე.
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები (უცნობი სიხშირით):
ალერგიული რეაქციები (ქოშინი, სისუსტე).
რეპროდუქციული სისტემისა და მკერდის მხრივ დარღვევები (უცნობი სიხშირით):
გამონაყარი, გენიტალიებზე კანის აქერცვლა, შეშუპება, დისკომფორტი, მენჯის ტკივილი, ვაგინალური სისხლდენა.
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები (უცნობი სიხშირით):
მუცლის ტკივილი
სხვა შესაძლო გვერდითი რეაქციები:
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები (უცნობი სიხშირით):
ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ჰიპოტენზია)
რეპროდუქციული სისტემისა და მკერდის მხრივ დარღვევები (უცნობი სიხშირით):
ქავილი, წვის შეგრძნება, კანის სიწითლე, კანის გაღიზიანება.
მიღების წესი:
ეს მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენება ამ ინსტრუქციაში აღწერილი გამოყენების ინსტრუქციის ან მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჩვეულებრივი დოზა:
თუ არ არის ექიმის განსხვავებული დანიშნულება, მაშინ გამოიყენება 1 ვაგინალური ტაბლეტი დღეში, რაც შეიძლება ღრმად, 6 დღის განმავლობაში, სასურველია ღამით.
გამოყენება აპლიკატორით:
1. საჭიროა ვაგინალური ტაბლეტის ამოღება ალუმინის ფოლგიდან და მოთავსება აპლიკატორში;
2. ტაბლეტის შემცველი აპლიკატორი შეჰყავთ რაც შეიძლება ღრმად საშოში. ვაგინალური ტაბლეტები შედის საშოში ტუმბოს ფრთხილი დაჭერით მანამადე, სანამ ის არ გაჩერდება;
3. გამოყენების შემდეგ საჭიროა აპლიკატორის გამოღება საშოდან და ფრთხილად გაწმენდა თბილი წყლის საშუალებით. ტუმბო ასევე უნდა მოშორდეს აპლიკატორს გაწმენდის მიზნით.
სიფრთხილე გაწმენდის დროს: არ შეიძლება ადუღებული წყლის გამოყენება!
