დენკ–ეარ ჯუნიორი 4მგ 28 ტაბლეტი
ბრენდი: დენკ ფარმა
ქვეყანა: გერმანია
ჯენერიკი: მონტელუკასტი
დოზა: 4მგ
რაოდენობა და ფორმა შეფუთვაში: 28 საღეჭი ტაბლეტი
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სრული აღწერა:
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც ხელს უშლის ზოგიერთი ანთებითი მედიატორის (ლეიკოტრიენების) მიერთებას. ლეიკოტრიენები იწვევენ სასუნთქი გზების შევიწროვებას, შეშუპებას და ალერგიული სიმპტომების განვითარებას. ლეიკოტრიენების დაბლოკვით, დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ ამსუბუქებს ასთმის სიმპტომებს, ეხმარება ასთმის კონტროლში.
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება არის მონტელუკასტი. თითოეული საღეჭი ტაბლეტი შეიცავს 4 მგ მონტელუკასტს (მონტელუკასტის ნატრიუმის სახით);
სხვა დამხმარე ინგრედიენტებია მანიტოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, რკინის წითელი ოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ალუბლის არომატი (შეიცავს: არომატიზატორებს, გუმარაბიკს, მალტოდექსტრინს, პროპილენის გლიკოლს), ასპარტამი, მაგნიუმის სტეარატი [მცენარეული].
შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ყველა პრეპარატის მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
მონტელუკასტის 4 მგ საღეჭ ტაბლეტებზე ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში, ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტებია (ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ში), რომლებიც სავარაუდოდ გამოწვეულია მონტელუკასტით:
მუცლის ტკივილი
წყურვილი
დამატებით, ასევე შემდეგი გვერდითი ეფექტი გამოვლინდა, მონტელუკასტის 10 მგ გარსით დაფარული ტაბლეტებით და 5 მგ საღეჭი ტაბლეტებით ნამკურნალევ პაციენტებზე ჩატარებული კვლევებით
თავის ტკივილი
აღნიშნული სიმპტომები ჩვეულებრივ ზომიერი სიმძიმისაა და უფრო ხშირად ვლინდებოდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მონტელუკასტით, ვიდრე მათში ვინც იღებდა პლაცებოს (ტაბლეტი, რომელიც არ შეიცავს პრეპარატს).
სერიოზული გვერდითი მოვლენები
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული და შესაძლოა საჭიროებდეს სასწრაფო სამედიცინო მკურნალობას.
არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
– ალერგიული რეაქციები, სახის, ტუჩების, ენის, და/ან ყელის შეშუპების ჩათვლით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება.
– ქცევის და განწყობის ცვლილებები: აჟიოტაჟი, მათ შორის აგრესიული ქცევა ან მტრობა, დეპრესია
– კრუნჩხვა
იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1,000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
– სისხლდენის მომატება
– თრთოლა
– პალპიტაციები
ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10,000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
– სიმპტომების კომბინაცია, როგორიცაა: გრიპის მსგავსი დაავადება, ნემსის ჩხვლეტის შეგრძნება ან დაბუჟება მკლავებსა და ფეხებში, ფილტვის სიმპტომების გაუარესება და/ან გამონაყარი (ჩურგ-სტრაუსის სინდრომი) (იხილეთ ნაწილი 2)
– სისხლში ცრომბოციტების დაბალი მაჩვენებელი
– ქცევასა და განწყობასთან დაკავშირებული ცვლილებები: ჰალუცინაციები, დეორიენტაცია, სუიციდური აზრები და მოქმედებები
– ფილტვების შეშუპება (ანთება)
– კანის მწვავე რეაქციები (მულტიფორმული ერითემა), რომელიც ჩნდება წინასწარი სიმპტომების გარეშე
– ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
გარდა ამისა, პრეპარატის ბაზარზე გამოსვლის შემდეგ გამოვლინდა შემდეგი:
ძალიან ხშირი (10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
სასუნთქი გზების ინფექციები
ხშირი (10-დან 1 პაციენტში)
– დიარეა, გულისრევა, ღებინება
– გამონაყარი
– ცხელება
– ღვიძლის ფერმენტების მომატება
არახშირი (100-დან 1 პაციენტში)
ქცევის და განწყობის ცვლილებები, მაგალითად: უჩვეულო სიზმრები, კოშმარები, უძილობა, ძილში სიარული, გაღიზიანება, შფოთვა, მოუსვენრობა
თავბრუსხვევა, ძილიანობა, ჩხვლეტის და დაბუჟების შეგრძნება
სისხლდენა ცხვირიდან
პირის სიმშრალე, საჭმლის მონელების დარღვევა
სისხლჩაქცევები, ქავილი, ჭინჭრის ციება
სახსრის ან კუნთის ტკივილი, კუნთების სპაზმი
წოლითი სველება ბავშვებში
სისუსტე/დაღლილობა, უსიამოვნო შეგრძნება, შეშუპება
იშვიათი (1,000-დან 1 პაციენტში)
– ქცევასა და განწყობასთან დაკავშირებული ცვლილებები: ყურადღების გაფანტვა, მეხსიერების დაქვეითება, კუნთის უკონტროლო მოძრაობები
ძალიან იშვიათი (10,000-დან 1 პაციენტში)
– მგრძნობიარე წითელი კანქვეშა კვანძები, განსაკუთრებით წვივის მიდამოში (კვანძოვანი ერითემა)
– ქცევასა და განწყობასთან დაკავშირებული ცვლილებები: ობსესიურ-კომპულსიური სიმპტომები
– მეტყველების დარღვევა
მიღების წესი:
ბავშვმა ყოველთვის უნდა მიიღოს დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ მშობელი არ არის დარწმუნებული რაიმეში, უნდა მიმართოს ბავშვის მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
აღნიშნული მედიკამენტი გამოიყენება ბავშვებში უფროსების მეთვალყურეობით
ბავშვმა უნდა მიიღოს დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ის 1 ტაბლეტი ერთჯერ დღეში, როგორც დანიშნულია ექიმის მიერ;
აღნიშნული პრეპარატის მიღება გრძელდება, მიუხედავად სიმპტომების არ არსებობისა;
არ შეიძლება მკურნალობის შეწყვეტა მიუხედავად ასთმის მწვავე შეტევის არ არსებობისა.
