უფასო მიწოდება მთელ საქართველოში
დოქსი–დენკი 100მგ  20 ტაბლეტი
ანტიბიოტიკები

დოქსი–დენკი 100მგ 20 ტაბლეტი

8.00 ₾9.00 ₾11%
მარაგშია

ბრენდი: დენკ ფარმა
ქვეყანა: გერმანია
ჯენერიკი: დოქსიციკლინი
დოზა: 100მგ
რაოდენობა და ფორმა შეფუთვაში: 20 ტაბლეტი
გაცემის რეჟიმი:  II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით    

1
კატეგორია: ანტიბიოტიკები
გააზიარე:FacebookXWhatsApp

სრული აღწერა:

დოქსი-დენკ 100 არის ტეტრაციკლინების ჯგუფის მედიკამენტი (ანტიბიოტიკი). დოქსიციკლინი ხელს უშლის ორგანიზმში ინფექციების გამომწვევ ბაქტერიების გაზრდას და გავრცელებას, რომელიც მგრძნობიარეა დოქსიციკლინის მიმართ.

შემადგენლობა:

  •         აქტიური ნივთიერებაა დოქსიციკლინის ჰიკლატი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 115.4 მგ დოქსიციკლინის ჰიკლატს, რაც ექვივალენტია 100 მგ დოქსიციკლინის.
  •         დამატებითი ნივთიერებებია: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, სიმინდის სახამებელი, ჰიდროგენირებული აბუსალათინის ზეთი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატე, მიკროკრისტალური ცელულოზა.

შესაძლო გვერდითი ეფექტები:

ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, დოქსი-დენკი 100-საც შეუძლია გამოიწვიოს გარკვეული გვერდითი ეფექტები თუმცა არა ყველას.

ტეტრაციკლინების მიღებისას დაფიქსირდა შემდეგი სახის გვერდითი რეაქციები (ანტიბიოტიკების ჯგუფი, რომელიც შეიცავს დოქსიციკლინს).

თუ პაციენტს გამოუვლინდა ისეთი გვერდითი ეფექტები რომელიც ჩამოთვლილია ქვემოთ კონსულტაციისთვის დაუყონებლივ უნდა მომართოს მკურნალ ექიმს:

  •         Mუცბად გამოვლენილი მწვავე გამონაყარი ან ბუშტუკების განვითარება ან კანის აქერცვლა გაციებით და კუნთების ტკივილით (იხ. პუნქტი 2. “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).
  •         Mწვავე ალერგიული რეაქციები რომელსაც თან ახლავს უეცარი და მზარდი სუნთქვის გაძნელება, შეშუპება თავის და ტანის არეში (ენის შეშუპება, ყელის შეშუპება), სიწითლესისხლის ცირკულაციის დარღვევები, არტერიული წნევის ვარდნა, უგონო მდგომარეობაში ყოფნა (იხ. პუნქტი 2. “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).
  •         Mწვავე, მუდმივი წყლიანი და სისხლიანი დიარეა მუცლის ტკივილით და ცხელებით (იხ. პუნქტი 2. “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).
  •         იარიშ-ჰერქსჰეიმერის რეაქცია რომელიც იწვევს ცხელებას, შემცივნებას, თავის ტკივილს, კუნთების ტკივილი და კანის სიწითლე რომელიც ჩვეულებრივ შეზღუდულია. ეს ვითარდება მალევე დოქსიციკლინით მკურნალობის დაწყებიდან სპიროქეტით დაავადებული ინფექციებისთვის როგორიცაა ლაიმის დაავადება.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ძალიან ხშირი (10 პაციენტში ერთ შემთხვევაზე ხშირად)

  •         ფოტოტოქსიური რეაქციები სინათლის მგრძნობელობიდან გამომდინარე (სიწითლე, შეშუპება, გამონაყარი)

ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 პაციენტში)

  •         ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) რეაქციები

(ხშირად გამოხატული არტერიული წნევის ვარდნით, თავბრუსხვევით, გულისრევით და შესაძლო სუნთქვის გაძნელებით) მცირე სისხლძარღვების ანთებით (ჰენოხ-შონლეინის პურპურა), გულის გარეთა გარსის ანთება (პერიკარდიტი), ალერგია, კანისა და ლორწოვანი გარსების მტკივნეული შეშუპება, განსაკუთრებით სახის არეში (ანგიოედემა), წითელი მგლურას გაუარესება, ასთმა, შრატის დაავადება, ტერფის შეშუპება/ქვედა კიდურების წყლის შეკავების გამო, გახშირებული გულისცემა/გულის ფრიალი, ჭინჭრის ციება.

  •         თავისტკივილი
  •         გულისრევა, ღებინება, შეშუპება, ცხიმიანი განავალი.
  •         სიწითლე, მაკულოპაპულარული სიწითლე (პატარა ბრტყელი ლაქების და ამობურცული ლაქებით კანზე), ერითემატოზი (სიწითლე), გამონაყარი და დიდი სკალიანი გამონაყარი.

არახშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1 ადამიანზე).

  •         სისხლის კოაგულაციის დარღვევები
  •         გასტროინტესტინალური ტრაქტის დარღვევები (გულძმარვა, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება), პირის ღრუს და ხახის ლორწოვანი გარსის ანთება, გახშირება, შავი თმიანი ენა, კბილის მინანქრის ფერის შეცვლა და კბილის ემალს დაზიანება როდესაც ხდება კბილის ფორმირება.
  •         ორსულობის დროს და 8 წლამდე ასაკის ბავშვებში შეფერხებული ძვლის ზრდა.
  •         შისხლი შარდში

იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 1,000-დან 1 ადამიანზე)

  •         შისხლის მაჩვენებლების ცვლილება (თრომბოციტების მკვეთრი დაქვეითება, ანემია სისხლის წითელი უჯრედების დაშლით გამოწვეული, სისხლში თეთრი უჯრედების მაჩვენებლის, ფორმის და ფუნქციის ცვლილებები), ლიმფური კვანძების პათოლოგიური შეშუპება.
  •         სისხლის მიმოქცევის კოლაფსი და/ან სუნთქვის გაძნელება (ანაფილაქსური შოკი), ჰიპერმგრძნობელობის მწვავე რეაქცია მედიკამენტის გამოყენებისას (DღEშშ სინდრომი)
  •         მადის დაქვეითება,
  •         მოუსვენრობა, შფოთვა
  •         მოზრდილებში ტვინზე ზეწოლის მატება (შესაძლო ნიშნებია თავის ტკივილი, ღებინება, გულისრევა, პაპილოოდემა, და მხედველობის დარღვევები, მაგ. გაორება), ნერვის დაზიანება რომელიც ვლინდება დაბუჟებით, ტკივილით, ხელების ან ფეხების წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება, ყნოსვის და გემოვნების შეგრძნების დაკარგვა
  •         შუილი ყურებში
  •         გაწითლება
  •         ანტიბიოტიკებით გამოწვეული დიარეა, მსხვილი ნაწლავის ანთება (საყლაპავი მილის ანთება და წყლული, ანთებითი ცვლილებები (სოკოვანი ინფექციით გამოწვეული) ანოგენიტალურ მიდამოში (ქალის სასქესო ორგანოს გარე ნაწილის ანთება და ანალურ მიდამოში ქავილი), მუცლის ტკივილი, დიარეა, ყლაპვის გაძნელება, ენის ანთება.
  •         ღვიძლის დაზიანება, ღვიძლის ანთება, მომატებული ღვიძლის ფუნქციის ტესტები, პანკრეასის ანთება
  •         კანის მწვავე რეაქციები, ზოგჯერ ლორწოვანი გარსების (მულტიფორმული ერითემა, ექსფოლიატური დერმატიტის, სტივენ-ჯონსონის სინდრომი) და ქსოვილების გაყოფა (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), ფრჩხილის გაყოფა და გაუფერულება
  •         კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი
  •         სისხლის შრატში ნიტროგენის დონის მატება

ძალიან იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10,000-დან 1 ადამიანზე)

  •         კრუნჩხვები
  •         დროებით მხედველობის შესუსტება
  •         თირკმელების დაზიანება (ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის ფუნქციის მწვავე დაქვეითება, დაქვეითებული შარდის გამოყოფა)

უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებით სიხშირე ვერ დგინდება)

  •         მიკროსკოპულად დადასტურებული მოყავისფრო-მოშავო ფერის ფარისებრი ჯირკვლის გაუფერულება (არ არის დადასტურებული პათოლოგიური ღირებულებები)
  •         გაუფერულება და/ან კბილის გაზრდის შეფერხება

მიღების წესი:

დოქსი-დენკ 100 მიიღება რეგულარულად, დილის საუზმის დროს ან შემდეგი კვების დროს. საკვებთან ერთად პრეპარატის მიღებამ შესაძლებელია შეამციროს გვერდითი მოვლენები გასტროინტესტინალური ტრაქტის მხრივ. იმისათვის რომ, თავიდან იქნეს აცილებული საყლაპავის ლორწოვან გარსში წყლულის განვითარების რისკი დოქსი-დენკ 100 მიიღება დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად (არა რძე ან რძის პროდუქტები), მაგ. ჭიქა წყალთან ერთად (წამომჯდარ ან დამდგარ) პოზიციაში და არა უშუალოდ დაწოლის წინ. აღსანიშნავია, რომ ტაბლეტის მიღებიდან 10-15 წუთის შემდეგ საჭიროა სითხის დიდი რაოდენობით მიღება.

მკურნალობის დოზირება და ხანგრძლივობა დამოკიდებულია მკურნალ ექიმზე და სხვა საკითხებთან ერთად დამოკიდებული იქნება ინფექციის სიმძიმეზე.

მსგავსი პროდუქტები

ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები
ფლუკონა დენკი 150მგ 1 კაფსულა
6.00 ₾
კარდიომეტაბოლური
Nifedi-Denk 10 Retard 100 Tablets – ნიფედი დენკი 10მგ რეტარდი 100 ტაბლეტი
15.00 ₾
მედიკამენტები
იბუპროფენ დენკი 600მგ 20 ტაბლეტი
6.00 ₾
ანტიალერგიული
Deslora-Denk 5 mg 10 Tablets – დესლორა-დენკი 5 მგ 10 ტაბლეტი
10.00 ₾