უფასო მიწოდება მთელ საქართველოში
ფერო-დენკი 50მგ 50 ტაბლეტი
ვიტამინები და მინერალები

ფერო-დენკი 50მგ 50 ტაბლეტი

18.00 ₾
არ არის მარაგში

ბრენდი: დენკ ფარმა
ქვეყანა: გერმანია
ჯენერიკი: რკინის (II) ფურამატი
დოზა: 50 მგ
რაოდენობა და ფორმა შეფუთვაში: 50 ტაბლეტი
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სრული აღწერა:
რკინა, როგორც ერითროციტების პიგმენტის (ჰემოგლობინი) ერთ-ერთი კომპონენტი და რამდენიმე ფერმენტში (მაგ. ციტოქრომ ჩ ოქსიდაზა, პეროქსიდაზა, კატალაზა) შემავალი ნივთიერება, ძირითად როლს თამაშობს მეტაბოლურ პროცესებში. რკინის დეფიციტი ხელს უშლის თითქმის ყველა უჯერდულ ფუნქციას, განსაკუთრებით კი იმ პროცესებს, რაც საჭიროებს ჟანგბადის არსებობას, როგორიც არის მაგალითად ზრდის პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ რკინის გარკვეული ნაწილი შეიწოვება საკვებიდან, იგი არ არის საკმარისი რკინის ძლიერი დეფიციტის დროს. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა რკინის შემცველი პრეპარტების მიღება.

შემადგენლობა:

ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამაბელი, პოვიდონ K25, ნატრიუმის დოდეცილის სულფატი, მაკროგოლი 6000, ტალკი, სილიციუმის ზეთოვანი ემულსია (დიმეთიკონ 350, პოლისორბატი 80, სორბიტის მჟავა, გასუფთავებული წყალი), ჰიპრომელოზა, მაკროგოლ 4000, ბუტილის მეთაკრილატი –(2-დიმეთილამინეთილ) მეთაკრილატ- მეთილის მეტაკრილატ – კოპოლიმერი (1:2:1), ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის ოქსიდი და რკინის ჰიდროქსიდი (E 172).

შესაძლო გვერდითი ეფექტები:
გასტროინტესტინალური ტრაქტის დარღვევები და ყაბზობა იშვიათია.
ხშირად ვლინდება შავი განავალი, რაც გამოწვეულია შავი რკინის სულფიდი პროდუქციით. თუმცა, ეს არ წარმოადგენს რაიმე საგანგაშო მოვლენას, რადგან იგი გამოწვეულია რკინის შემცველი პრეპარტების მიღებით. ყაბზობა შესაძლებელია შემსუბუქდეს შესაბამისი საკვების მიღებით.
თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ზემოთ აღნიშნული, ასეთ შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მიღების წესი:
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი მიიღება მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად, უზმოზე, დილით ან ჭამამდე 1 საათით ადრე

მსგავსი პროდუქტები

ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები
ფლუკონა დენკი 150მგ 1 კაფსულა
6.00 ₾
კარდიომეტაბოლური
Nifedi-Denk 10 Retard 100 Tablets – ნიფედი დენკი 10მგ რეტარდი 100 ტაბლეტი
15.00 ₾
მედიკამენტები
იბუპროფენ დენკი 600მგ 20 ტაბლეტი
6.00 ₾
ანტიალერგიული
Deslora-Denk 5 mg 10 Tablets – დესლორა-დენკი 5 მგ 10 ტაბლეტი
10.00 ₾