უფასო მიწოდება მთელ საქართველოში
იბუპროფენ დენკი 400მგ 20 ტაბლეტი
მედიკამენტები

იბუპროფენ დენკი 400მგ 20 ტაბლეტი

6.00 ₾
მარაგშია

ბრენდი: დენკ ფარმა
ქვეყანა: გერმანია
ჯენერიკი: იბუპროფენი
დოზა: 400მგ
რაოდენობა და ფორმა შეფუთვაში: 20 ტაბლეტი
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

1
კატეგორია: მედიკამენტები
გააზიარე:FacebookXWhatsApp

სრული აღწერა:
იბუპროფენ დენკ 400 არის ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზური საშუალება (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება/ანტირევმატული საშუალება „NSAID”)
იგი გამოიყენება ტკივილის და ანთებითი პროცესების სისტემური მკურნალობისათვის შემდეგ შემთხვევებში:
– მწვავე ართრიტი (პოდაგრის ჩათვლით)
– ქრონიკული ართრიტი, განსაკუთრებით რევმატოიდული ართრიტი (ქრონიკული პოლიართრიტი)
– ანკილოზური სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება) და ხერხემლის სხვა ანთებითი დაავადებები
– სახსრისა და ხერხემლის დეგენერაციული დაავადებების გაღიზიანების შემთხვევაში (ართროზი და სპონდილოართროზი)
– რბილი ქსოვილების რევმატიზმი
– ჩარევის შემდეგ განვითარებული მტკივნეული შეშუპება და ანთება
ხანმოკლე სიმპტომური მკურნალობა:
– მსუბუქი და ზომიერი ტკივილი, მაგალითად თავის, კბილის, მენსტრუალური ტკივილი.
– ცხელება

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება არის იბუპროფენი.
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 400 მგ. იბუპროფენს.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, კარტოფილის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ა ტიპის), პრეჟელატინირებული სახამებელი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი [ბოსტნეული], მაკროგოლი 6000, ჰიპრომელოზა, ტალკი, ტიტანიუმის დიოქსიდი.

შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა იგი ყველას არ უვლინდება.
გვერდითი ეფექტების კლასიფიკაცია ხდება შემდეგი სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი: შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანზე
ხშირი: შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 ადამიანზე
არახშირი: შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1 ადამიანზე
იშვიათი: შეიძლება გავლენა იქონიოს 1,000-დან 1 ადამიანზე
ძალიან იშვიათი: შეიძლება გავლენა იქონიოს 10,000-დან 1 ადამიანზე
უცნობი სიხშირით: არსებული მონაცემების საფუძველზე ვერ მოხერხდა შეფასება

შესაძლო გვერდითი ეფექტები:
გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ აღნიშნული გვერდითი ეფექტები ხშირად დამოკიდებულია დოზაზე, და შესაძლებელია განსხვავებული იყოს ინდივიდუალურ შემთხვევაში.
უფრო ხშირია წამლის გვერდითი ეფექტი საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.
კუჭ-ნაწლავის/ თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (პეპტიური წყლულები), პერფორაცია ან სისხლდენა, ზოგ შემთხვევაში ფატალურიც, უმეტესად ასაკოვან პაციენტებში (იხ. პუნქტი 2). გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის შებერილობა, ყაბზობა, კუჭის აშლა, მუცლის ტკივილი, მუქი ფერის განავლის გადინება, სისხლის ღებინება, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება ფორმირებული წყლულით (წყლულოვანი სტომატიტი), კოლიტის გამწვავება, და კრონის დაავადება (იხ. პუნქტი 2) გამოვლინდა გამოყენების შემდეგ. გასტრიტი ნაკლებად ხშირად ვლინდება. გასტროინტესტინური სისხლდენა პრაქტიკულად დამოკიდებულია მკურნალობის დოზაზე და ხანგრძლივობაზე.
შეშუპება, მაღალი წნევა და გულის უკმარისობა შედეგად მოჰყვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებით მკურნალობას.
მედიკამენტი, როგორიც არის მაგალითად იბუპროფენი, ზრდის გულის შეტევის (მიოკარდიალური ინფარქტი) ან ინფარქტის განვითარების რისკს.
ინფექციები და პარაზიტული დაავადებები
ძალიან იშვიათ შემთხვევებში, რამდენიმე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტთან (NშAID) ერთად გამოყენებისას, ხდება ინფექციებით გამოწვეული ანთებითი პროცესების გაუარესება (მაგ: ნეკროზული ფაშიტიტის განვითარება)
თუ აღინიშნება ინფექციის ნიშნები (მაგ. კანის სიწითლე, შეშუპება, ჰიპერთერმია, ტკივილი, სიცხე) ან გაუარესებული მდგომარეობა გამოვლინდა იბუპროფენ დენკ 400-ით მკურნალობისას, კონსულტაციისათვის უნდა მიემართოს ექიმს დაუყოვნებლივ.
ძალიან იშვიათ შემთხვევაში, იბუპროფენის გამოყენება დაკავშირებული იყო ტვინის რბილი გარსის ანთებასთან, რომელიც არ არის გამოწვეული ინფექციისაგან (ასეპტიური მენინგიტი), როგორიც არის ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სიცხე, კისრის დაჭიმულობა ან ცნობიერების დაბინდვა. პაციენტები, რომლებსაც აწუხებთ ავტოიმუნური დარღვევები, როგორიც არის სისტემური მგლურას ერიტემატოზი ან შერეული შემაერთებელი ქსოვილების დაავადებები, იმყოფება გაზრდილი რისკის განვითარების ქვეშ.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები:
ძალიან იშვიათად: სისხლწარმოქმნის დარღვევა (ანემია, ლეუკოპენია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი). პირველი ნიშანი შეიძლება იყოს: სიცხე, ყელის ტკივილი, პირის ღრუს ზედაპირული დაზიანებები, გრიპისმაგვარი ჩივილები, დაღლილობა, სისხლდენა ცხვირიდან და კანქვეშა სისხლჩაქცევები.
აღნიშნული ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, უნდა შეწყდეს მკურნალობა და მიემართოს მკურნალ ექიმს დაუყოვნებლივ. ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი პრეპარატებით თვითმკურნალობა დაუშვებელია.
ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში აუცილებელია რეგულარულად გადამოწმდეს სისხლის სურათი.
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები:
არახშირად: ჰიპერმგრძნობელური რეაქციები გამონაყართან ერთად და პრურიტი, როგორიცაა ასთმური შეტევები (ხშირად წნევის დაქვეითებით).
ზემოთ აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისას, დაუყონებლივ უნდა ეცნობოს ექიმს უნდა შეწყდეს იბუპროფენის მიღება.
ძალიან იშვიათად: გართულებული ჰიპერსენსიტიური რეაქციები, როგორიცაა: სახის შეშუპება, ენის და ხორხის შეშუპება, რესპირატორული ტრაქტის დავიწროება, გართულებული სუნთქვა, თრთოლვა, წნევის დაცემა და სიცოცხლისათვის საშიში შოკი.
სასწრაფო სამედიცინო ყურადღებაა საჭირო, თუ რომელიმე ამ სიმპტომებიდან გამოვლინდა, და თუ ისინი გამოვლინდა, წამლის პირველი მიღების დროს. ასეთ შემთხვევაშიPპაციენტი უნდა დაუკავშირდეს ექიმს და შეწყვიტოს იბუპროფენ დენკ 400-ის მიღება.
ფსიქიკის მხრივ:
ძალიან იშვიათად: ფსიქოზური რეაქციები, დეპრესია.
ნერვული სისტემის მხრივ:
ხშირად: ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ დარღვევა, როგორიცაა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, მგრძნობელობა, გაღიზიანებულობა ან დაღლილობა.
მხედველობის ორგანოების მხრივ:
არახშირად: შესუსტებული მხედველობა. თუ აღინიშნა ეს სიმპტომი, შეწყვიტეთ წამლის მიღება და ამის შესახებ აცნობეთ ექიმს.
სმენის ორგანოების მხრივ:
ძალიან იშვიათად: ტინიტუსი და სმენის დაკარგვა.
კარდიოვასკულარული სისტემა
ძალიან იშვიათად: გულისცემა (გახშირებული), შეშუპება, გულის უკმარისობა და გულის შეტევა.
სისხლძარღვოვანი სისტემა
ძალიან იშვიათად: მაღალი არტერიული წნევა (არტერიული ჰიპერტენზია)
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
ძლიან ხშირად: კუჭ-ნაწლავის მხრივ პრობლემები, როგორიც არის გულძმარვა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, აირების დაგროვება, დიარეა, ყაზბობა და მცირე კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, ამ უკანასკნელმა გამონაკლის შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწვიოს ანემია.
ხშირად: კუჭის/დუოდენალური წყლული (პეპტიური წყლულები), ხანდახან სისხლდენით და პერფორაციით, წყლულოვანი სტომატიტი, კოლიტური წყლულის გართულება ან კრონის დაავადება.
არახშირად: გასტრიტი.
ძალიან იშვიათად: საყლაპავი მილის (ეზოფაგიტი) და პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი).
მუცლის ტკივილის, სისხლის ღებინების, სისხლიანი განავალის და/ან შავი განავლის შემთხვევაში, უნდა შეწყდეს იბუპროფენ დენკ 400-ით მკურნალობა და აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
ძალიან იშვიათად: მსხვილ და წვრილ ნაწლავში მემბრანის მსგავსი სტენოზების წარმოქმნა (ინტესტინალური დიაფრაგმის-მსგავსი სტრუქტურა).
ღვიძლის მხრივ დარღვევები:
ძალიან იშვიათად: ღვიძლის დისფუნქცია, ღვიძლის დაზიანება, განსაკუთრებით ხანგრძლივი დროით მკურნალობის დროს, ღვიძლის ნეკროზი, ღვიძლის გამწვავებული ანთება (ჰეპატიტი).
აუცილებელია ღვიძლის მაჩვენებლების რეგულარული კონტროლი ხანგრძლივი დროით მკურნალობის განმავლობაში.
კანის და კანქვეშა ქსოვილები:
ძალიან იშვიათად: სერიოზული რეაქციები კანის მხრივ, როგორიც არის სიწითლე და გამონაყარი (მაგალითად სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლისი/ლაიელის სინდრომი), თმის ცვენა (ალოპეცია).
უცნობი სიხშირით: შეიძლება გამოვლინდეს კანის ძლიერი რეაქციები, რომელიც ცნობილია DRESS სინდრომის სახელწოდებით. DRESS სიმპტომები მოიცავს: გამონაყარი კანზე, ცხელება, ლიმფური კვანძების შეშუპება და ეოზინოფილების მომატება (სისხლში თეთრი უჯრედების ტიპი).
წითელი ფერის, ქავილის გამომწვევი, აქერცლილი, ფართოდ გავრცელებული, კანქვეშა გამონაყარი “ბუშტუკებით”, ძირითადად კანის ნაკეცებში, ტანზე, ხელებზე, შესაძლებელია ცხელებასთა ერთად მკურნალობის საწყის ეტაპზე (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი). თუ გამოვლინდა აღნიშნული ნიშნები, უნდა შეწყდეს იბუპროფენ დენკ 400-ის მიღება და დაუყონებლივ მიემართოს ექიმს. იხ. პუნქტი 2.
გამონაკლის შემთხვევებში, კანის მწვავე ინფექციები და რბილი ქსოვილის დაზიანება შეიძლება გამოვლინდეს ჩუტყვავილას დროს (ვარიცელას ინფექცია).
თირკმელი და საშარდე გზების მხრივ:
არახშირი: სითხის შეკავების მომატება ქსოვილებში, რაც იწვევს შეშუპებას, პრაქტიკულად პაციენტებში, რომელთაც აქვთ მაღალი წნევა ან არ აქვთ ნორმალური თირკმელის ფუნქცია; ნეფროზული სინდრომი (შეშუპება და მწვავე პროტეინურია); თირკმლის ანთებითი დაავადება (ინტერსტიციული ნეფრიტი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის მწვავე გაუარესება.
ძალიან იშვიათად: თირკმლის ქსოვილის დაზიანება (პაპილარული ნეკროზი), ჰიპერურიკემია.
შემცირებული შარდის გამოყოფა, სითხის შეკავება ორგანიზმში (შეშუპება), ისევე როგორც ზოგადი სისუსტე, რაც შეიძლება იყოს თირკმლის დაზიანების ნიშანი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა.
თუ გამოვლინდა აღნიშნული სიმპტომები ან რომელიმე გვერდითი ეფექტი გაუარესდება, უნდა შეწყდეს იბუპროფენ დენკ 400-ის მიღება და დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

მიღების წესი:
იბუპროფენ დენკ 400-ის მთლიანი ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად და დარწმუნდით, რომ არ იღებთ უზმოზე. „მგრძნობიარე კუჭის“ შემთხვევაში, რეკომენდებულია იბუპროფენ დენკ 400-ის მიღება საკვებთან ერთად.

მსგავსი პროდუქტები

ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები
ფლუკონა დენკი 150მგ 1 კაფსულა
6.00 ₾
კარდიომეტაბოლური
Nifedi-Denk 10 Retard 100 Tablets – ნიფედი დენკი 10მგ რეტარდი 100 ტაბლეტი
15.00 ₾
მედიკამენტები
იბუპროფენ დენკი 600მგ 20 ტაბლეტი
6.00 ₾
ანტიალერგიული
Deslora-Denk 5 mg 10 Tablets – დესლორა-დენკი 5 მგ 10 ტაბლეტი
10.00 ₾