ლინეზოლიდ დენკ 2 მგ/მლ საინფუზიო ხსნარი
ბრენდი: პოლფარმა
ქვეყანა: პოლონეთი
ჯენერიკი: ლინეზოლიდი
დოზა: 2მგ/1მლ
რაოდენობა და ფორმა შეფუთვაში: 1 პაკეტი ხსნარი საინფუზიო
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მოცულობა: 300მლ
სრული აღწერა:
ლინეზოლიდ დენკი არის ოქსაზოლიდინონების ჯგუფის ანტიბიოტიკი. იგი აჩერებს ინფექციის გამომწვევი ზოგიერთი ტიპის ბაქტერიის (პათოგენის) ზრდას. გამოიყენება ფილტვების ანთების და ასევე ზოგიერთი კანის ან კანქვეშა ინფექციის სამკურნალოდ. მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პრეპარატი მიესადაგება ინფექციის მკურნალობას.
შემადგენლობა:
აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს ლინეზოლიდი. ერთი მილილიტრი (მლ) ხსნარი შეიცავს 2 მგ ლინეზოლიდს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: გლუკოზის მონოჰიდრატი (Pჰ. Eურ.), ნატრიუმის ციტრატი (Pჰ. Eურ.), ლიმონმჟავა, 0.36% მარილმჟავა (პH-ის დასარეგულირებლად), 0.40% ნატრიუმჰიდროქსიდი (პH-ის დასარეგულირებლად) და საინექციო წყალი.
შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ყველა პრეპარატის მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
თუ პაციენტს ლინეზოლიდ დენკით მკურნალობის განმავლობაში გამოუვლინდება ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე, უნდა მიემართოს ექიმს, მედპერსონალს ან ფარმაცევტს.
ლინეზოლიდის მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენებია (სიხშირე მოცემულია ფრჩხილებში):
- კანის მწვავე რეაქციები (უცნობი სიხშირით), შეშუპება, ძირითადად სახის და კისრის (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) (უცნობი სიხშირით), ხიხინი და/ან ქოშინი (უცნობი სიხშირით). ეს შეიძლება იყოს ალერგიული რეაქცია და შესაძლოა საჭირო გახდეს ლინეზოლიდ დენკით მკურნალობის შეწყვეტა. კანის რეაქციები, როგორიცაა: გაწითლებული, მტკივნეული კანი, კანის აქერვლით (დერმატიტი) (არახშირი), გამონაყარი (ხრიშად), ქავილი (ხშირად).
- მხედველობის დარღვევები, მაგალითად დაბინდული მხედველობა (ზოგჯერ), დარღვეული ფერადი მხედველობა (უცნობი სიხშირით), დეტალების აღქმის გაძნელება (უცნობი სიხშირით) ან მხედველობის ველის შევიწროვება (იშვიათად).
- სისხლის და/ან ლორწოს შემცველი მძიმე ფაღარათი (ანტიბიოტიკებით გამოწვეული კოლიტი, მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი), რაც იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გადაიზარდოს სიცოცლისთვის საშიშ მდგომარეობაში (იშვიათად).
- განმეორებითი გულისრევა და ღებინება, მუცლის ტკივილი ან სწრაფი სუნთქვა (უცნობი სიხშირით).
- ლინეზოლიდით მკურნალობისას გამოვლინდა გულყრები და ეპილეფსიური შეტევები (არახშირი). თუ სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების (ნაწილი 2) გამოყენებისას გამოვლინდება შფოთვა, გონების დაბინდვა, ბოდვა, რიგიდობა, კანკალი, კოორდინაციის დარღვევა და ეპილეფსიური გულყრები, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს (უცნობი სიხშირით).
- მოულოდნელი სისხლდენა ან სისხლჩაქცევები, სისხლის გარკვეული უჯრედების რაოდენობის ცვლილების გამო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შედედება ან ანემია (ხშირად).
- ცვლილებები სისხლის გარკვეული უჯრედების რაოდენობაში, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ინფექციის დაცვაზე (ხშირად), ინფექციის ნიშნების გამოვლენა, როგორიცაა: ცხელება (ხშირად), ყელის სტრეპტოკოკი (არახშირი), პირის ღრუს ბაქტერიული დაავადება (იშვიათად) და დაღლილობა (იშვიათად).
- პანკრეასის ანთება (არახშირი)
- კრუნჩხვები (არახშირი)
- გარდამავალი იშემიური შეტევები (თავის ტვინის სისხლით მომარაგების დროებითი დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მოკლევადიანი დისკომფორტი, როგორიცაა: მხედველობის დაკარგვა, ხელების და ფეხების სისუსტე, მეტყველების და გონების დაკარგვა (არახშირი).
- ხმაური ყურებში (ტინიტუსი) (არახშირი)
28 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობის გახანგრძლივებისას გამოვლინდა დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება ან დაბინდული მხედველობა. მხედველობის დარღვევის ნებისმიერი სიმპტომისას კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
სხვა გვერდითი ეფექტები:
ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში):
- სოკოვანი ინფექციები (ძირითადად საშოს ან პირის ლორწოვანის);
- თავის ტკივილი;
- პირში მეტალის გემოს შეგრძნება;
- ფაღარათი, გულისრევა ან ღებინება;
- ცვლილებები სისხლის ანალიზში, მათ შორის თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის ამსახველ ანალიზებში ან სისხლის გლუკოზის დონის მაჩვენებლებში;
- ძილის დარღვევა;
- მომატებული არტერიული წნევა;
- ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება);
- თავბრუსხვევა;
- მთლიანი მუცლის ან ზოგიერთი ადგილის ტკივილი;
- ყაბზობა;
- მონელების პრობლემები;
- ტკივილი გარკვეულ ადგილებში;
არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1-ში):
- საშოს ან ქალის სასქესო ორგანოების ანთება;
- მგრძნობელობის დარღვევა, როგორიცაა ჩხვლეტის შეგრძნება და დაბუჟება;
- შეშუპებული, მრკინვეული ან შეფერილი ენა
- ტკივილი ინფუზიის შეყვანის ადგილას ან მის სიახლოვეს;
- ვენების ანთება (მათ შორის იმ ადგილას, სადაც ინფუზია იქნა შეყვანილი)
- შარდვის გახშირება;
- შემცივნება;
- წყურვილის შეგრძნება
- ოფლიანობის გაძლიერება
- სისხლში ცილების, მარილების ან თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ამსახველი ფერმენტების მაჩვენებლების ცვლილება
- ჰიპონატრემია (სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე);
- თირკმლის უკმარისობა;
- სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება;
- მუცლის შებერვა;
- ტკივილი ინექციის ადგილას
- კრეატინინის დონის მომატება;
- კუჭის ტკივილი;
- გულის რითმის ცვლილება (მაგ. აჩქარებული გულისცემა).
იშვიათი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 1 000 პაციენტიდან 1-ში):
- კბილების ფერის შეცვლა, რაც შორდება პროფესიონალური სტომატოლოგიური გაწმენდით;
ასევე გამოვლინდა ქვემოთ მითითებული გვერდითი ეფექტები (არსებული მონაცემებიდან მათი სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება):
- ალოპეცია (თმის ცვენა);
- სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება;
- სისუსტე და/ან შეცვლილი მგრძნობელობა.
მიღების წესი:
მედიკამენტი ყოველთვის მიიღება ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან ექიმის, ფარმაცევტის ან ჯანდაცვის პროფესიონალის მითითების მიხედვით. თუ თავს არ გრძნობთ უსაფრთხოდ, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
აღნიშნული პრეპარატის შეყვანა ხდება ექიმის ან მედპერსონალის მიერ ინტრავენური ინფუზიის სახით (ვენაში ინფუზიის გზით). მოზრდილების (18 წლის ასაკიდან) სტანდარტული დოზა შეადგენს 300მლ (600მგ ლინეზოლიდი) ორჯერ დღეში ინფუზიის სახით (ინტრავენურად) 30-120 წუთის განმავლობაში.
თუ პაციენტი იმყოფება დიალიზზე, მაშინ მას უნდა ჩაუტარდეს ინფუზია დიალიზის შემდეგ.
მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება 10 – 14 დღე. თუმცა, ის შეიძლება გაგრძელდეს 28 დღემდე. 28 დღეზე მეტად მკურნალობის გახანგრძლივების შემთხვევაში, უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი. ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის ხანგრძლივობას.
ლინეზოლიდ დენკის მკურნალობის დროს, ექიმმა რეგულარულად უნდა გადაამოწმოს სისხლის მაჩვენებლები ანალიზის საშუალებით.
თუ ლინეზოლიდის მკურნალობა გრძელდება 28 დღეზე მეტხანს, მაშინ მკურნალმა ექიმმა უნდა შეამოწმოს მხედველობა.
