მეტფორმინ დენკი 1000მგ 30 ტაბლეტი
ბრენდი: დენკ ფარმა
ქვეყანა: გერმანია
ჯენერიკი: მეტფორმინი
დოზა: 1000მგ
რაოდენობა და ფორმა შეფუთვაში: 30 ტაბლეტი
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
სრული აღწერა:
მეტფორმინ დენკ 1000 შეიცავს მეტფორმინს, დიაბეტის სამკურნალო საშუალებას. მიეკუთვნება ბიგუანიდების ჯგუფს.
ინსულინი წარმოადგენს პანკრეასის მიერ სინთეზირებულ ჰორმონს, რომლის მეშვეობითაც ხდება სისხლიდან გლუკოზის (შაქრის) ათვისება, რომელიც შემდგომ ორგანიზმის მიერ გამოიყენება ენერგიის წყაროდ ან ინახება მარაგის სახით.
შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში პანკრეასის მიერ არ ხდება ინსულინის საკმარისი ოდენობით გამომუშავება ან ორგანიზმი სათანადოდ ვერ იყენებს უკვე წარმოებულ ინსულინს. რასაც შედეგად მოჰყვება სისხლში გლუკოზის დონის მატება. მეტფორმინ დენკ 1000 ეხმარება ორგანიზმს სისხლში გლუკოზის მაჩვენებლის ნორმალიზებაში.
ჭარბწონიან პაციენტებში მეტფორმინ დენკ 1000-ის ხანგრძლივი დროის მანძილზე მიღება დაეხმარებათ თავიდან აიცილონ დიაბეტთან დაკავშირებული განვითარებული გართულებები. მეტფორმინ დენკ 1000 ასოცირდება სხეულის წონის სტაბილიზაციასთან ან წონის ზომიერ კლებასთან.
მეტფორმინ დენკ 1000 გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის ტიპი 2-ის (წოდებული ასევე არაინსულინდამოკიდებულ შაქრიან დიაბეტად) სამკურნალოდ, როდესაც დიეტური რეკომენდაციებითა და ცხოვრების სტილის შეცვლით ვერ ხერხდება სისხლში გლუკოზის დონის მოწესრიგება. ძირითადად იგი გამოიყენება ჭარბწონიანი პაციენტების სამკურნალოდ.
მოზრდილებს შეუძლიათ მიიღონ მეტფორმინ დენკ 1000 დამოუკიდებლად ან შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო სხვა მედიკამენტებთან ერთად კომბინაციაში (შესაძლოა პერორალურად მისაღებ მედიკამენტებთან ან ინსულინთან კომბინაცია).
10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებს და მოზარდებს ასევე შეუძლიათ მეტფორმინ დენკ 1000-ის მიღება დამოუკიდებლად ან ინსულინთან ერთად.
შემადგენლობა:
• აქტიური ნივთიერება არის მეტფორმინი. აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1000მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს, რომელიც შეესაბამება 780მგ მეტფორმინს.
• დამხმარე ნივთიერებებია ჰიპრომელოზა, პოვიდონ K25, მაგნიუმის სტეარატი [მცენარეული], მაკროგოლ 6000, ტიტანის დიოქსიდი.
შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ყველა სხვა მედიკმანეტის მსგავსად ამ მედიკამენტმაც, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ის ყველას არ უვლინდება. შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
მეტფორმინ დენკ 1000-ის მიღება ძალიან იშვიათ შემთხვევაში (შეიძლება გამოვლინდეს 10 000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1 შემთხვევაში) შეიძლება დაკავშირებული იყოს ლაქტაციდოზის განვითარების რისკთან – განვითარების შემთხვევაში უნდა მოხდეს მეტფორმინ დენკ 1000-ის მიღების შეწყვეტა და მიემართოს ექიმს ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას, რადგან ლაქტაციდოზის განვითარებამ შესაძლებელია გამოიწვიოს კომა.
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 10 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ზე მეტ შემთხვევაში)
• საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები: ავადმყოფობის შეგრძნება (გულისრევა), ავადყოფნა (ღებინება), დიარეა, მუცლის არეში ტკივილი და მადის დაქვეითება. აღნიშნული გვერდითი ეფექტები ყველაზე ხშირად თავს იჩენს მეტფორმინით მკურნალობის დასაწყისში. სიმპტომების შემსუბუქებისათვის ასევე შესაძლებელია დღიური დოზის რამდენიმე მიღებად გაყოფა, ასევე მეტფორმინ დენკ 500-ის მიღება საკვებთან ერთად ან კვების შემდეგ. თუ სიმპტომები გაგრძელდა, უნდა შეწყდეს მეტფორმინ დენკ 1000-ის მიღება და მიემართოს ექიმს.
ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 10 ნამკურნალევი პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
• გემოს შეგრძნების ცვლილება
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 10 000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
• ლაქტაციდოზი, ძალიან იშვიათი და პოტენციურად მეტად საშიში გართულება, განსაკუთრებით თუ მას ახლავს თირკმლის უკმარისობა. ლაქტაციდოზის სიმპტომები არასპეციფიურია (იხ. პუნქტი „სიფრთხლით და სიფრთხილის ზომები“).
• ღვიძლის ფუნქციის ცვლილება ან ჰეპატიტის განვითარება (ღვიძლის ანთებითი დაავადება, რომელსაც ახლავს სისუსტე, მადის დაქვეითება, წონაში კლება, კანისა და სკლერების სიყვითლით ან მის გარეშე). აღნიშნული სიმპტომების განვითარების შემთხვევაში უნდა შეწყდეს მეტფორმინ დენკ 1000-ის მიღება და მიემართოს მკურნალ ექიმს.
• კანის მხრივი რეაქციები: კანის სიწითლე (ერითემა), ქავილი, კანზე გამონაყარი (ურტიკარია).
• სისხლში B12 ვიტამინის დონის შემცირება.
ბავშვები და მოზარდები:
არსებობს შეზღუდული მონაცემები იმის შესახებ, რომ ბავშვებსა და მოზარდებში გამოვლენილი გვერდითი ეფექტები მსგავსია მოზრდილთა შემთხვევაში განვითარებული გვერდითი მოვლენებისა.
მიღების წესი:
აღნიშნული მედიკამენტი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით. რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. მეტფორმინ დენკ 1000 ვერ ჩაანაცვლებს ჯანსაღი ცხოვრების წესის სარგებელს. უნდა გაგარძელდეს ექიმის მიერ დიეტასთან დაკავშირებული რჩევების გათვალისწინება და ჩატარდეს შესაბამისი ვარჯიშები.
მოთხოვნილი შემანარჩუნებელი დოზირებისათვის ასევე ხელმისაწვდომია აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 500 და 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის შემცველობით.
