პანტო-დენკი 40მგ 28 ტაბლეტი
ბრენდი: დენკ ფარმა
ქვეყანა: გერმანია
ჯენერიკი: პანტოპრაზოლი
დოზა: 40მგ
რაოდენობა და ფორმა შეფუთვაში: 28 ტაბლეტი (ნაწლავში ხსნადი)
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სრული აღწერა:
პანტო-დენკ 40 შეიცავს აქტიურ ნივთიერება პანტოპრაზოლს. პანტო-დენკ 40 არის სელექციური “პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი”, პრეპარატი, რომელიც ამცირებს კუჭის წვენის წარმოქმნას. გამოიყენება კუჭის და ნაწლავის მჟავიანობასთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალოდ.
შემადგენლობა:
• აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს პანტოპრაზოლი. თითო გასტრორეზისტენტული ტაბლეტი შეიცავს 40 მგ პანტოპრაზოლს, რაც 45.15 მგ პანტოპრაზოლის ნატრიუმის სესკვიჰიდრატის ექვივალენტურია.
• დამხმარე ნივთიერებები არის მალტიტოლი, კროსპოვიდონი, ნატრიუმის კარმელოზა, ნატრიუმის კარბონატი, კალციუმის სტეარატი, პოლი (ვინილის სპირტი), ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი 3350, სოიოს მარცვლიდან მიღებული ლეციტინი, რკინის ყვითელი ოქსიდი, მეთაკრილის მჟავა – ეთილის აკრილატის კოპოლიმერი (1:1), ტრიეთილის ციტრატი.
შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
თუ გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ამ ტაბლეტების მიღება და მიემართოს ექიმს, ან უახლოესი საავადმყოფოს უბედური შემთხვევების განყოფილებას:
სერიოზული ალერგიული რეაქციები (ძალიან იშვიათად: შეიძლება გამოვლინდეს 1,000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში):
ენის ან/და ხორხის შეშუპება, ყლაპვის გართულება, ჭინჭრის ციება, სუნთქვის გართულება, სახის ალერგიული შეშუპება (კვინკეს შეშუპება/ანგიოედემა), ძლიერი თავბრუსხვევა, აჩქარებული გულის რითმით და ჭარბოფლიანობით.
კანის სერიოზული რეაქციები (უცნობი სიხშირით: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე ვერ დადგინდა):
ბუშტუკოვანი გამონაყარი კანზე და ზოგადი მდგომარეობის სწრაფად გაუარესება, თვალების, ცხვირის, პირის/ტუჩების ან გენიტალიების (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა) ეროზია (მსუბუქი სისხლდენის ჩათვლით), და სინათლის მიმართ მგრძნობელობა.
სხვა სერიოზული მდგომარეობები (უცნობი სიხშირით: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე ვერ დადგინდა):
კანის ან თვალის თეთრი ნაწილების გაყვითლება (ღვიძლის უჯრედების მწვავე დაზიანება, სიყვითლე) ან სიცხე, გამონაყარი, თირკმელის გაფართოება, ზოგჯერ შარდვის დროს ტკივილთან ერთად, ზურგის ქვედა ნაწილის ტკივილი (თირკმელის სერიოზული ანთება), შეიძლება გამოვლინდეს თირკმლის უკმარისობა.
სხვა გვერდითი ეფექტებია:
ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 შემთხვევაში)
კეთილთვისებიანი პოლიპები კუჭში.
არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 შემთხვევაში)
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დიარეა, ავადმყოფობის შეგრძნება, ღებინება, მეტეორიზმი, ყაბზობა, პირის სიმშრალე, მუცლის ტკივილი და დისკომფორტი, გამონაყარი კანზე, ეგზანთემა, კანის დაზიანება, ქავილი, სისუსტის შეგრძნება, დაღლილობა ან ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნება, ძილის მხრივ დარღვევები, ბარძაყის, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობა.
იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1,000-დან 1 შემთხვევაში)
გემოვნების შეგრძნების ცვლილება ან დაკარგვა, მხედველობის მხრივ დარღვევები, როგორიც არის დაბურული მხედველობა, ჭინჭრის ციება, სახსრების, კუნთების ტკივილი, სხეულის წონის ცვლილება, სხეულის მომატებული ტემპერატურა, მაღალი სიცხე, კიდურების შეშუპება (პერიფერიული ოედემა), ალერგიული რეაქციები, დეპრესია, მამაკაცებში მკერდის გაზრდა.
ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10,000-დან 1 შემთხვევაში)
დეზორიენტაცია.
ძალიან იშვიათად, სოიოს ლობიოს ლეციტინმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე ვერ დადგინდა)
ჰალუცინაცია, კონფუზია (განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნება მსგავსი ნიშნები), სისხლში ნატრიუმის და მაგნიუმის დონის დაქვეითება (იხ. პუნქტი 2), ჩხვლეტის შეგრძნება, წვის შეგრძნება, დაბუჟება, გამონაყარი, შესაძლებელია ტკივილი სახსრებში, მსხვილი ნაწლავის ანთება, რაც იწვევს მუდმივ წყლიან დიარეას.
გვერდითი ეფექტები, რომლებიც ვლინდება სისხლის ანალიზებში:
არახშირად (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 შემთხვევაში)
ღვიძლის ფერმენტების მომატება.
იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 1,000-დან 1 შემთხვევაში)
ბილირუბინის დონის მომატება, სისხლში ცხიმოვანი უჯრედების დონის მომატება, გრანულირებული ლეიკოციტების რაოდენობის მკვეთრი დაცემა, რომელიც დაკავშირებულია მაღალ ტემპერატურასთან
ძალიან იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 10,000-დან 1 შემთხვევაში)
სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რასაც შეიძლება შედეგად მოყვეს სისხლდენა ან სილურჯეები; სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხშირი ინფექციები; სისხლის თეთრი და წითელი უჯრედების, ასევე თრომბოციტების რაოდენობის პათოლოგიური შემცირება.
მიღების წესი:
ტაბლეტი მიიღება ჭამამდე 1 საათით ადრე, დაღეჭვის ან გატეხვის გარეშე, და ჭიქა წყალთან ერთად.
