უფასო მიწოდება მთელ საქართველოში
პარა-დენკ 500მგ  20 ტაბლეტი
მედიკამენტები

პარა-დენკ 500მგ 20 ტაბლეტი

5.00 ₾
არ არის მარაგში

ბრენდი: დენკ ფარმა
ქვეყანა: გერმანია
ჯენერიკი: პარაცეტამოლი
დოზა: 500მგ
რაოდენობა და ფორმა შეფუთვაში: 20 ტაბლეტი
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

კატეგორია: მედიკამენტები
გააზიარე:FacebookXWhatsApp

სრული აღწერა:
პარა-დენკ 500 არის ტკივილგამაყუჩებელი და სიცხისდამწევი საშუალება. პარა-დენკ 500 გამოიყენება სიმპტომური მკურნალობისთვის მსუბუქი და ზომიერი ტკივილის და/ან სიცხის დროს.

შემადგენლობა:
• აქტიური ნივთიერება არის პარაცეტამოლი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ პარაცეტამოლს
• დამხმარე ნივთიერებებია პოვიდონი, სტეარინის მჟავა, ტალკი, სიმინდის სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდის ნალექი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (A ტიპი).

შესაძლო გვერდითი ეფექტები:
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შესაძებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვლინდება.
გვერდითი რეაქციების სიხშირის შეფასება ხდება ქვემოთ მოყვანილი ინფორმაციის საფუძველზე:

ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს უფრო მეტი ვიდრე 10-ში 1;
ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-ში 1-მდე
არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100-ში 1-მდე
იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1 000-ში 1-მდე
ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 10 000-ში 1-მდე
უცნობი სიხშირით: არსებული მონაცემების საფუძველზე ვერ მოხერხდა დადგენა

სანაღვლე გზების მხრივ დაავადებები
ზოგიერთი ღვიძლის ფერმენტის (შრატის ტრანსამინაზები) მომატების შესახებ ინფორმაცია იშვიათია.

იმუნური სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათ შემთხვევებში ვლინდება ალერგიული რეაქციები უბრალო გამონაყარის ან ჭინჭრის ციების სახით, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს შოკში. ალერგიული შოკური რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა მიემართოს დახმარებისათვის ექიმს.
სხვა ძალიან იშვიათი გამოვლინება არის ასთმისადმი მიდრეკილ ადამიანებში ასთმისმაგვარი ბრონქიალური სპაზმის განვითარება.

სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ დაავადებები
ძალიან იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა სისხლის უჯრედების რაოდენობის ცვლილებები, მათ შორის თრომბიციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია) ან სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მკვეთრად შემცირება (აგრანულოციტოზი).

კანი და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ძალიან იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა კანის მხრივ სერიოზული რეაქციები

მიღების წესი:
პარა-დენკ 500-ის ტაბლეტი უნდ გადაიყლაპოს მთლიანად საკმარისი რაოდენობის (უმჯობესია ჭიქა წყალთან [200მლ]) სითხესთან ერთად.
თუ მედიკამენტი მიიღება საჭმლის შემდეგ, ამ მედიკამეტის ეფექტი შეიძლება დაგვიანდეს
ტაბლეტი შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზად

მსგავსი პროდუქტები

ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები
ფლუკონა დენკი 150მგ 1 კაფსულა
6.00 ₾
კარდიომეტაბოლური
Nifedi-Denk 10 Retard 100 Tablets – ნიფედი დენკი 10მგ რეტარდი 100 ტაბლეტი
15.00 ₾
მედიკამენტები
იბუპროფენ დენკი 600მგ 20 ტაბლეტი
6.00 ₾
ანტიალერგიული
Deslora-Denk 5 mg 10 Tablets – დესლორა-დენკი 5 მგ 10 ტაბლეტი
10.00 ₾