prenatal + DHA Denk 60 Tablets – პრენატალი +DHA დენკი 60 ტაბლეტი
ქვეყანა – გერმანია
ბრენდი – დენკ ნუტრიშენი
რაოდენობა და ფორმა – 30 ტაბლეტი 30 კაფსულა
ჯენერიკი – მულტივიტამინები
პრენატალი +DHA დენკი – ბუნებრივი საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს სხვადასხვა ღირებულ მიკროელემენტებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ბავშვის განვითარებისთვის და სპეციალურად ადაპტირებულია მომავალი და მეძუძური დედების საჭიროებებზე.
სრული ანოტაცია:
შემადგენლობა: ვიტ E, ვიტ C, ვიტ B1, ვიტ B2, ვიტ B3, ვიტ B5, ვიტ B6, ვიტ B7, ვიტ B12, ფოლიუმის მჟავა, თუთია, იოდი, ომეგა 3, დეკოზაჰექსაენის მჟავა (DHA), ეიკოზაპენტაენის მჟავა.
ფოლიუმის მჟავის უფრო მაღალი დოზა რეკომენდებულია ორსულობის წინ და დასაწყისში, რათა მოხდეს ფოლიუმის მჟავის დონის ამაღლება და ბავშვში ნერვული მილის დეფექტის თავიდან აცილება. ფოლიუმის მჟავას მიღება შეიძლება შემცირდეს მეორე ტრიმესტრიდან მოყოლებული. ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა და DHA დადებითად მოქმედებს განვითარებაზე, როგორც ტვინისა და თვალების სამშენებლო მასალა და უნდა იყოს მიწოდებული საკმარისი რაოდენობით, რასაც უზრუნველყოფს პრენატალი+DHA დენკი
ფოლიუმის მჟავა
– ორსულ და ლაქტაციაზე მყოფ ქალებს აქვთ ფოლიუმის მჟავის უფრო მაღალი მოთხოვნა.
– მონაწილეობს უჯრედების გაყოფის პროცესში, ხელს უწყობს ამინომჟავების ნორმალურ სინთეზს და დედის ქსოვილის ზრდას ორსულობის დროს.
იოდი
- ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნორმალურ წარმოებას და ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას.
- ორსულობის და ლაქტაციის დროს იოდის საკმარისი მარაგი ძალიან მნიშვნელოვანია ნაყოფის განვითარებისთვის.
DHA
- დეკოზაჰექსაენის მჟავა არის პოლიუჯერი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა, რომელიც კონცენტრირებულია ტვინსა და თვალებში.
- ხელს უწყობს ნაყოფის თვალისა და ტვინის ჩამოყალიბების პროცესს ორსულობის და ლაქტაციის დროს.
- ორსული და ლაქტაციაზე მყოფი ქალებისთვის რეკომენდებული დღიური დანამატია 200 მგ
სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
არ უნდა გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
სასურსათი დანამატები არ მიიღება დაბალანსებული, სხვადასხვა დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად.
პრენატალ+დჰა დენკი არის სასურსათო დანამატი (არ არის სამკურნალო პროდუქტი), ამიტომ გამოყენებისას არ ხდება გაფრთხილებებისა და სიფრთხილის ზომების მონიტორინგი.
მიღების წესი: ორსულობის მე–12 კვირიდან დღეში 1 ტაბლეტი+1 კაფსულა.
