უფასო მიწოდება მთელ საქართველოში
როზუვასტატინ დენკი 5მგ 30 ტაბლეტი
მედიკამენტები

როზუვასტატინ დენკი 5მგ 30 ტაბლეტი

8.00 ₾10.00 ₾20%
მარაგშია

ბრენდი: დენკ ფარმა
ქვეყანა: გერმანია
ჯენერიკი: როზუვასტატინი
დოზა: 5 მგ
რაოდენობა და ფორმა შეფუთვაში: 30 ტაბლეტი
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

1
კატეგორია: მედიკამენტები
გააზიარე:FacebookXWhatsApp

როზუვასტატინ დენკ 5 მგ მიეკუთვნება სტატინების სახელწოდებით ცნობილ მედიკამენტების ჯგუფს.

პაციენტს როზუვასტატინ დენკ 5 მგ ენიშნება რადგან:

  •         აქვს ქოლესტერინის მაღელი დონე, რაც ნიშნავს, რომ იგი იმყოფება გულის შეტევის ან ინფარქტის განვითარების რისკის ქვეშ. როზუვასტატინ დენკ 5 მგ გამოიყენება მოზარდებში, მოზრდილებში და 6 წლის ან უფროსი ასაკის ბავშვებში მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ.

    სტატინი პაციენტს ენიშნება, რადგან დიეტის შეცვლა და ფიზიკური დატვირთვა არ იყო საკმარისი ქოლესტერინის დონის გამოსასწორებლად. პაციენტმა უნდა გააგრძელოს ქოლესტერინის-შემამცირებელი დიეტა და ფიზიკური დატვირთვა როზუვასტატინ დენკ 5 მგ-ით მკურნალობის დროსაც.

ან

  •         პაციენტს აქვს გულის შეტევის, ინფარქტის ან ჯანმრთელობის მხრივ პრობლემების წარმოქმნის რისკის სხვა ფაქტორები.

გულის შეტევა, ინფარქტი ან სხვა პრობლემები, შეიძლება გამოწვეული იყოს დაავადებით, რომელსაც ჰქვია ათეროსკლეროზი. ათეროსკლეროზის გამომწვევია არტერიებში ზედმეტი ცხიმის დაგროვება.

შემადგენლობა:

  •         აქტიური ნივთიერება არის როზუვასტატინი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ როზუვასტატინს (როზუვასტატინის კალციუმის სახით).
  •         სხვა ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის ციტრატი, კროსპოვიდონი (ტიპი B), უწყლო კოლოიდური სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატე [მცენარეული], ჰიპრომელოზა, მაკროგოლ 3350, ტრიაცეტინი, ტიტანიუმის დიოქსიდი.

შესაძლო გვერდითი ეფექტები:

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

მნიშვნელოვანია, პაციენტმა იცოდეს რა შეიძლება იყოს ეს გვერდითი მოვლენები. როგორც წესი ისინი მსუბუქი ფორმისაა და ქრება მცირე ხნის შემდეგ.

უნდა შეწყდეს როზუვასტატინ დენკ 5 მგ-ის მიღება და მიემართოს სამედიცინო დახმარებას დაუყოვნებლივ თუ გამოვლინდა შემდეგი სახის ალერგიული რეაქციები:

  •         გართულებული სუნთქვა, სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპებით ან მის გარეშე
  •         სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გართულება
  •         კანის მწვავე ქავილი (გამონაყართან ერთად)
  •         ასევე, უნდა შეწყდეს როზუვასტატინ დენკ 5 მგ-ის მიღება და დაუყონებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს
  •         თუ პაციენტს აქვს რაიმე სახის უჩვეულო ტკივილის შეგრძნება ან კუნთების ტკივილი, რომელიც მოსალოდნელზე უფრო მეტად გახანგრძლივდა. კუნთების მხრივ ნიშნები უფრო ხშირად ვლინდება უმეტესად ბავშვებსა და მოზარდებში, ვიდრე მოზრდილებში. სხვა სტატინების მსგავსად, ძალიან ცოტა რაოდენობით პაციენტებში გამოვლინდა არასასიამოვნო ეფექტები კუნთების მხრივ და იშვიათად განვითარდა სიცოცხლისათვის საშიში კუნთების დაზიანება ე.წ. რაბდომიოლიზი.
  •         თუ პაციენტს აქვს ლუპუსის-მსგავსი დაავადების სინდრომი (რომელიც მოიცავს გამონაყარს, სახსრების დაავადებებს და გავლენას ახდენს სისხლის უჯრედებზე)
  •         თუ პაციენტს აქვს კუნთების გაწყვეტა.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ხშირი (შეიძლება გავვლენა იქონიოს 10-დან 1 ადამიანში):

  •         თავის ტკივილი
  •         მუცლის ტკივილი
  •         ყაბზობა
  •         ავადმყოფობის შეგრძნება
  •         კუნთების ტკივილი
  •         სისუსტის შეგრძნება
  •         თავბრუსხვევა
  •         დიაბეტი. უფრო მეტად სავარაუდოა იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ სისხლში შაქრის და ცხიმის მაღალი დონე, არიან ჭარბწონიანები და აქვთ მაღალი არტერიული წნევა. ამ მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში მკურნალი ექიმი გააკონტროლებს პაციენტის მდგომარეობას.

 

არახშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1 ადამიანში):

  •         გამონაყარი, ქავილი ან სხვა სახის რეაქციები კანის მხრივ
  •         შარდში ცილების რაოდენობის მომატება – ჩვეულებრივ აღნიშნული უბრუნდება ჩვეულ მაჩვენებლებს როზუვასტატინ დენკ 5 მგ ტაბლეტების მიღების შეწყვეტის გარეშე.

 

იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 1,000-დან 1 ადამიანში):

  •         მწვავე ალერგიული რეაქციები – ნიშნები მოიცავს სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპებას, გართულებულ სუნთქვას ან ყლაპვას, კანის მწვავე ქავილს (გამონაყართან ერთად). თუ პაციენტი ფიქრობს, რომ მას აქვს ალერგიული რეაქციები უნდა შეწყდეს როზუვასტატინ დენკ 5 მგ-ის მიღება და დაუყონებლივ მიემართოს სამედიცინო დახმარებას
  •         მოზრდილ პაციენტებში დაზიანება კუნთების მხრივ – სიფრთხილისათვის უნდა შეწყდეს როზუვასტატინ დენკ 5 მგ-ის მიღება და დაუყონებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს თუ პაციენტს აქვს უჩვეულო კუნთების ტკივილი, რომელიც მოსალოდნელზე უფრო დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა
  •         მუცლის მწვავე ტკივილი (პანკრეასის ანთება)
  •         სისხლში ღვიძლის ფერმენტების მომატება
  •         სისხლდენა ან სისხლჩაქცევები ჩვეულებრივზე მეტად, სისხლში თრომბოციტების დაბალი დონის გამო.

ძალიან იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10,000-დან 1 ადამიანში):

  •         სიყვითლე (კანის და თვალების სიყვითლე)
  •         ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება)
  •         შარდში სისხლის კვალი
  •         ფეხის და მხრების ნერვების დაზიანება (როგორიც არის დაბუჟება)
  •         სახსრების ტკივილი
  •         მეხსიერების დაკარგვა
  •         მამაკაცებში მკერდის გაზრდა (გინეკომასთია)

უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემების საფუძველზე ვერ მოხერხდა შეფასება):

  •         დიარეა (თხიერი განავალი)
  •         სტივენ-ჯონსის სინდრომი (კანზე, პირზე, თვალებზე და გენიტალიებზე მწვავე ბუშტუკოვანი გამონაყარი)
  •         ხველა
  •         სუნთქვის შემოკლება
  •         ოედემა (შეშუპება)
  •         დარღვევები ძილის მხრივ, მათ შრის უძლობა და კოშმარები
  •         სექსუალური დისფუნქცია
  •         დეპრესია
  •         სუნთქვის მხრივ დარღვევები, მათ შორის გამუდმებული ხველა და/ან სუნთქვის შემოკლება ან სიცხე
  •         მყესების დაზიანება
  •         კუნთების მუდმივი სისუსტე

 

მიღების წესი:

  •         ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის მიყოლებით.
  •         როზუვასტატინ დენკ 5 მგ მიიღება დღეში ერთჯერ. Mმისი მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ მონაკვეთში საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
  •         პაციენტი უნდა შეეცადოს ტაბლეტის მიღებას დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში, რათა არ დაავიწყდეს დოზის მიღება.

მსგავსი პროდუქტები

ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები
ფლუკონა დენკი 150მგ 1 კაფსულა
6.00 ₾
კარდიომეტაბოლური
Nifedi-Denk 10 Retard 100 Tablets – ნიფედი დენკი 10მგ რეტარდი 100 ტაბლეტი
15.00 ₾
მედიკამენტები
იბუპროფენ დენკი 600მგ 20 ტაბლეტი
6.00 ₾
ანტიალერგიული
Deslora-Denk 5 mg 10 Tablets – დესლორა-დენკი 5 მგ 10 ტაბლეტი
10.00 ₾