უფასო მიწოდება მთელ საქართველოში
სიმვა–დენკი 20მგ 30 ტაბლეტი
მედიკამენტები

სიმვა–დენკი 20მგ 30 ტაბლეტი

10.00 ₾
მარაგშია

ბრენდი: დენკ ფარმა
ქვეყანა: გერმანია
ჯენერიკი: სიმვასტატინი
დოზა: 20 მგ
რაოდენობა და ფორმა შეფუთვაში: 30 ტაბლეტი
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

1
კატეგორია: მედიკამენტები
გააზიარე:FacebookXWhatsApp

სრული აღწერა:

სიმვა-დენკ 20 არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ქოლესტერინის მაღალი დონის შესამცირებლად.

სიმვა-დენკ 20 ამცირებს საერთო ქოლესტერინის დონეს, “ცუდი” LDL ქოლესტერინის და სხვა ცხიმების, ე.წ ტრიგლცერიდების დონეს სისხლში. სიმვა-დენკ 20 ზრდის “კარგი” HDL ქოლესტერინის დონეს. სიმვა-დენკ 20 მიუკუთვნება “სტატინების” კლასს, რომელიც ამცირებს ქოლესტეროლის წარმოქმნას ღვიძლში.

პაციენტმა უნდა დაიცვას დაბალ ქოლესტერინიანი დიეტა მკურნალობის პერიოდში.

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: სიმვასტატინი. Aპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ სიმვასტატინს.

დამხმარე ნივთიერებები: ბუტილჰიდროქსიანიზოლი (Pჰ. Eურ), ლაქტოზის მონოჰიდრატი, პრეჟელატინირებული სახამებელი (სიმინდის სახამებელი), ასკორბინის მჟავა, ლიმონის მჟავის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი (Pჰ. Eურ)

გარსი: ჰიპროლოზა, ჰიპრომელოზა, ტიტანიუმის დიოქსიდი (E 171), ტალკი, რკინის (III) ოქსიდი (E 172), რკინის (II, III) ოქსიდი (E 172), რკინის (III) ჰიდროქსიდი (E 172).

შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყველას არ უნვითარდება;

ეს გვერდითი ეფექტები სხვადასხვა სიხშირისაა, რომელის კლასიფიცირდება შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი:           უფრო მეტი ვიდრე 10-ში 1;

ხშირი: მეტი ვიდრე 100-ში 1, მაგრამ ნაკლები ვიდრე 10-ში 1

არახშირი:    მეტი ვიდრე 1 1000-ში, მაგრამ ნაკლები ვიდრე 100-ში 1

იშვიათი:       მეტი ვიდრე 10 000-ში ერთი, მაგრამ ნაკლები ვიდრე ერთი 1000-ში

ძალიან იშვიათი:      1 ან ნაკლები 10 000, ინდივიდუალური შემთხვევების ჩათვლით

უცნობი სიხშირით:  არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე ვერ დადგინდა

შემდეგი სერიოზული სახის გვერდითი მოვლენება გამოვლინდა იშვიათად

თუ გამოვლინდა რომელიმე სერიოზული გვერდითი მოვლენა, უნდა შეწყდეს მკურნალობა და უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს დაუყოვებლივ, ან უახლოესი სამედიცინო დაწესებულების სასწრაფო განყოფილებას.

  •         კუნთების მხრივ დარღვევები ტკივილთან ერთად, სისუსტე ან კუნთების სპაზმი/ კუნთების მხრივ პრობლემები შეიძლება იყოს სერიოზული ძალიან იშვიათ შემთხვევებში, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძვალ-კუნთოვანი უჯრედების დაშლა ანAთირკმლის უკმარისობასთან ერთად, ძალიან იშვიათ შემთხვევაში აღნიშნული შეიძლება იყოს ფატალური;
  •         ჰიპერსენსიტიური (ალერგიული) რეაქციები გამოხატული:

–          სახის, ენის და ხორხის შეშუპება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის მხრივ პრობლემები;

–          კუნთების მწვავე ტკივილი, ძირითადად მხრებში და მენჯის არეში;

–          კიდურების და კისრის კუნთების სისუსტესთან ერთად გამონაყარი;

–          შემაერთებელი ქსოვილების ტკივილი და ანთება (რევმატული პოლიმიალგია)

–          სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი);

–          უჩვეული სისხლჩაქცევები, გამონაყარი და კანის შეშუპება (დერმატომიოზიტი), ქავილის გამომწვევი გამონაყარი (ჭინჭრის ციება), კანის მგრძნობელობა სინათლეზე, სიცხე, სახის სიწითლე;

–          სუნთქვის შემოკლება (დისპნოე) და სუნთქვის უკმარისობა;

–          სინდრომი გამონაყარით, შემაერთებელი ქსოვილების მხრივ დარღვევები და ცვლილებები სისხლის ანალიზში (მგლურას მგსგავსი სინდრომი);

  •         ჰეპატიტი ან სიყვითლე შემდეგი სიმპტომებით: კანის და თვალების გაყვითლება, ქავილი, მუქი შარდი ან ღია ფერის განავალი, დაღლილობის ან სისუსტის შეგრძნება, მადის დაკარგვა, ღვიძლის უკმარისობა (ძალიან იშვიათად);
  •         პანკრეასის ანთება, ხშირად გამოხატული მუცლის მწვავე ტკივილით;

ასევე იშვიათად გამოვლენილა შემდეგი სახის გვერდითი მოვლენები;

  •         სისხლის წითელი უჯრედების ნაკლებობა (ანემია);
  •         მგრძნობელობის დაკარგვა ან სისუსტე მხრებსა და ბეჭებში;
  •         თავის ტკივილი, კანის მხრივ უჩვეულო შეგრძნებები, თავბრუსხვევა;
  •         საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ დარღვევები (მუცლის ტკივილი, ყაბზობა, გაზების დაგროვება, დიარეა, გულისრევა, ღებინება);
  •         გამონაყარი, ქავილი, თმის ცვენა;
  •         სისუსტე;
  •         უძილობა (ძალიან იშვიათად);
  •         მეხსიერების მხრივ დარღვევები (ძალიან იშვიათად), მეხსიერების დაკარგვა, კონფუზია.

ასევე გამოვლინდა შემდეგი გვერდითი ეფექტები, თუმცა სიხსირე არ დაფიქსირებულა ხელმისაწვდომი მონაცემებიდან (უცნობი სიხშირით)

  •         ერექციის დისფუნქცია;
  •         დეპრესია;
  •         ფილტვების ანთება, რაც იწვევს სუნთქვის მხრივ პრობლემებს, მათ შორის ხანგრძლივი გაციება ან/და სუნთქვის შემცირება ან სიცხე;
  •         მყესების მხრივ დარღვევები და მათ შორის მყესების დაგლეჯა იშვიათ შემთხვევაში;

შესაძლო გვერდითი მოვლენები რომლებიც დაკავშირებულია სტატინების გამოყენებასთან (ან იგივე ჯგუფის მედიკამენტებთან);

  •         ძილის მხრივ დარღვევები, მათ შორის კოშმარები;
  •         სექსუალური დისფუნქცია;
  •         სისხლში შაქრის დონის მხრივ დარღვევები (დიაბეტმელიტუსი);

სისხლში შაქრის მხრივ დარღვევების განვითარების რისკი მაღალია თუ პაციენტს აღენიშნება სისხლში გლუკოზის და ცხიმების დონის მომატება, მძიმეწონიან და მაღალი წნევის მქონე პაციენტებში. ექიმმა უნდა გააკონტროლოს პაციენტის მდგომარეობა სიმვა-დენკ 20-ით მკურნალობის პერიოდში.

  •         კუნთების ტკივილი, ტკივილი, სისუსტე ან სისუსტე, რომელიც არის მუდმივი და შეიძლება არ გაქრეს სიმვა-დენკ 20-ის მიღების შეწყვეტის შემდეგ (უცნობი სიხშირით)

ლაბორატორიული მაჩვენებლები:

ძალიან იშვიათ შემთხვევებში დადგენილი იქნა ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მომატება და კუნთის ფერმენტების მომატებული დონე (კრეატინფოსფოკინაზა); 

მიღების წესი:

ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს ჭიქა წყალთან ერთად საღამოს (რადგან ორგანიზმის ქოლესტერინის გამომუშავება ღვიძლში ხდება ძირითადად საღამოს). მისი მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად. Aპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.

სიმვა-დენკ 20 მიიღება ექიმის მიერ დანიშნული ხანგრძლივობით;

თუ მკურნალი ექიმი დანიშნავს სიმვა-დენკ 20-ს ქოლესტერინის დონის შემამცირებელ სხვა მედიკამენტებთან ერთად, მაგალითად როგორიც არის ქოლესტირამინი ან ანიონის სხვა მიმომცვლელები, სიმვა-დენკ 20 მიიღება ანიონის მიმომცვლელების მიღებამდე 2 საათით ადრე ან სულ მცირე 4 საათის შემდეგ.

მსგავსი პროდუქტები

ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები
ფლუკონა დენკი 150მგ 1 კაფსულა
6.00 ₾
კარდიომეტაბოლური
Nifedi-Denk 10 Retard 100 Tablets – ნიფედი დენკი 10მგ რეტარდი 100 ტაბლეტი
15.00 ₾
მედიკამენტები
იბუპროფენ დენკი 600მგ 20 ტაბლეტი
6.00 ₾
ანტიალერგიული
Deslora-Denk 5 mg 10 Tablets – დესლორა-დენკი 5 მგ 10 ტაბლეტი
10.00 ₾