ვორიკონაზოლ დენკი 200მგ 30 ტაბლეტი
ბრენდი: დენკ ფარმა
ქვეყანა: მალტა
ჯენერიკი: ვორიკონაზოლი
დოზა: 200მგ
რაოდენობა და ფორმა შეფუთვაში: 30 ტაბლეტი
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სრული აღწერა:
ვორიკონაზოლ დენკი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ვორიკონაზოლს. ვორიკონაზოლ დენკი არის სოკოვანი დაავადების სამკურნალო მედიკამენტი. იგი მოქმედებს ინფექციის გამომწვევი სოკოს განადგურების ან მისი ზრდის დაინჰიბირების გზით.
ის გამოიყენება იმ პაციენტების სამკურნალოდ (2 წლის ასაკიდან ბავშვები და მოზრდილები), რომელთაც აქვთ:
- ინვაზიური ასპერგილოზი (სპეციფიური სოკოვანი ინფექცია Aსპერგილლუს სპპ.);
- კანდიდემია (სპეციფიური სოკოვანი ინფექცია ჩანდიდა სპპ.) არანეიტროპენიულ პაციენტებში (პაციენტებში, რომელთა ლეიკოციტების რაოდენობა არ არის უჩვეულოდ დაბალი);
- ჩანდიდა სახეობით გამოწვეული მწვავე სოკოვანი ინფექცია, თუ სოკო რეზისტენტულია ფლუკონაზოლის (სოკოს ინფექციის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატი) მიმართ;
- შცედოსპორიუმ სპპ ან Fუსარიუმ სპპ (სოკოს ორი განსხვავებული სახეობა) სახეობით გამოწვეული მწვავე სოკოვანი ინფექცია
ვორიკონაზოლ დენკი განკუთვნილია გამწვავებული, სიცოცხლისთვის საშიში სოკოვანი ინფექციების მქონე პაციენტებისთვის.
სოკოვანი ინფექციის პრევენცია მაღალი რისკის მქონე პაციენტებისათვის, რომელთაც ჩაუტარდათ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია.
აღნიშნული მედიკამენტის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.
შემადგენლობა:
– აქტიური ნივთიერება არის ვორიკონაზოლი. აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 200 მგ ვორიკონაზოლს.
– სხვა ნივთიერებებია: ლაქტოზას მონიჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკამელოზა, პოვიდონ K29/32, მაგნიუმის სტეარატი (Pჰ.Eურ.) [ბოსტნეული], ჰიპრომელოზა 6ცP, ტიტანიუმის დიოქსიდი, მაკროგოლ 3350, ტრიაცეტინი.
შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტი, თუმცა ისინი ყველას არ უვლინდება.
თუ გამოვლინდა გვერდითი ეფექტები, ისინი ძირითადად მხუბუქი სახის და დროებითია. თუმცა, ზოგიერთი ეფექტი შესაძლებელია იყოს სერიოზული და საჭირო გახდეს მკურნალობა.
სერიოზული გვერდითი ეფექტები – უნდა შეწყდეს ვორიკონაზოლ დენკის მიღება და დაუყოვნებლივ მიემართოს ექიმს:
- გამონაყარი
- სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციის შეცვლილი მაჩვენებლები;
- პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი)
სხვა გვერდითი ეფექტები
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-ზე მეტ შემთხვევაში):
- მხედველობის დარღვევა (მათ შორის დაბურული მხედველობა, ფერების აღქმის დარღვევა, თვალის მხრივ ჰიპერმგრძნობელობა სინათლის მიმართ, ფერების სიბრმავე, თვალის დაავადება, მხედველობითი ჰალო, “ქათმის სიბრმავე”, ნისტაგმი, კაშკაშა წერტილების გაჩენა, მხედველობითი აურა, მხედველობის სიმახვილის შემცირება, მხედველობის გაფერმკრთალება, მხედველობითი ველის ნაწილობრივი დაკარგვა, ლაქები თვალის წინ)
- ცხელება
- გამონაყარი
- გულისრევა, ღებინება, ფაღარათი
- თავის ტკივილი
- კიდურების შეშუპება
- კუჭის ტკივილი
- ქოშინი
- ღვიძლის ფერმენტების რაოდენობის მატება
ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
- სინუსიტი, გინგივიტი, ცხელება, სისუსტის შეგრძნება
- ზოგიერთ შემთხვევაში, სისხლის ზოგიერთი წითელი უჯრედების რაოდენობის, (შეიძლება დაკავშირებული იყოს იმუნურ სისტემასთან), და/ან თეთრი უჯრედების (ნაწილობრივ დაკავშირებულია ცხელებასთან) მწვავედ შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც ხელს უწყობენ სისხლის კოლტის წარმოქმას
- ალერგიული რეაქციები ან გადაჭარბებული იმუნური შედეგი
- სისხლში გლუკოზის დონის დაბალი მაჩვენებელი, სისხლში კალიუმის დონის დაბალი მაჩვენებელი, სისხლში ნატრიუმის დონის დაბალი მაჩვენებელი
- შფოთვა, დეპრესია, დაბნეულობა, მოუსვენრობა, უძილობა, ჰალუცინაციები.
- კრუნჩხვა, კანკალი ან კუნთების უკონოტროლო მოძრაობები, ჩხვლეტის შეგრძნება ან კანზე უჩვეულო შეგრძნებები, კუნთების ტონუსის მომატება, ძილიანობა, თავბრუსხვევა.
- თვალებში სისხლდენა
- კარდიალური არითმია, მათ შორის ძალიან აჩქარებული გულისცემა, ძალიან შენელებული გულისცემა, გულის წასვლა
- დაბალი არტერიული წნევა, ვენების ანთება (რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს სისხლის კოლტის წარმოქმნასთან)
- გამწვავებული ქოშინი, ტკივილი გულ-მკერდის არეში, სახის შეშუპება (პირის, ტუჩების და თვალების გარშემო), სითხის დაგროვება ფილტვებში
- ყაბზობა, დისკომფორტის შეგრძნება მუცლის ღრუს ზედა ნაწილში, ტუჩების ანთება
- სიყვითლე, ღვიძლის ანთება და ღვიძლის დაზიანება
- გამონაყარი, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს დიდ ბუშტუკებად და გამოიწვიოს კანის აქერცვლა, რასაც ახასიათებს ბრტყელი, წითელი ადგილები, დაფარული მცირე ბუშტუკებით, კანის სიწითლე
- ქავილი
- თმის ცვენა
- ზურგის ტკივილი
- თირკმლის ფუნქციის შეზღუდვა, სისხლი შარდში, ცვლილებები თირკმლის ფუნქციურ ანალიზებში
არა-ხშირი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 100 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
- გრიპის-მსგავსი სიმპტომები, გასტროინტესტინალური ტრაქტის გაღიზიანება და ანთება, გასტროინტესტინალური ტრაქტის ანთება, რაც იწვევს ანტიბიოტიკო-თერაპიით გამოწვეულ ფაღარათს, ლიმფური სისხლძარღვების ანთება
- თხელი ქსოვილის ანთება, რომელიც განთავსებულია მუცლის შიდა კედელზე და ფარავს მუცლის ღრუს ორგანოებს
- ლიმფური კვანძების გადიდება (ზოგჯერ მტკივნეულიც კი), ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევა, ეოზინოფილების რაოდენობის მომატება
- თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია
- თავის ტვინის ფუნქციის დარღვევა, პარკინსონის დაავადების-მსგავსი ნიშნები, ნერვული დაზიანება, რაც შეიძლება გამოვლინდეს ხელ-ფეხის დაბუჟების, ტკივილის, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნებით.
- წონასწორობის და კოორდინაციის დარღვევა
- ტვინის შეშუპება
- გაორებული მხედველობა, თვალის სერიოზული პრობლემები, მათ შორის: თვალების და ქუთუთოების ტკივილი და ანთება, თვალის უჩვეულო მოძრაობები, ოპტიკური ნერვის დაზიანება, რაც იწვევს მხედველობის დარღვევას, მხედველობითი ნერვის დვრილის შეშუპება.
- შემცირებული მგრძნობელობა კონტაქტური სტიმულის მიმართ
- გემოს შეგრძნების დარღვევა
- სმენის დარღვევა, ყურებში შუილი, თავბრუსხვევა
- ზოგიერთი შინაგანი ორგანოს (პანკრეასი და თორმეტგოჯა ნაწლავი) ანთება, ენის შეშუპება და ანთება
- ღვიძლის გადიდება, ღვიძლის უკმარისობა, ნაღვლის ბუშტის დაავადება, კენჭები ნაღვლის ბუშტში
- სახსრების ანთება, ზედაპირული ვენების ანთება (რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს სისხლის კოლტებთან)
- თირკმლის ანთება, ცილა შარდში, თირკმლის დაზიანება
- ძალიან აჩქარებული გულისცემა, ან “ტალღოვანი” გულისცემა, რაც იშვიათად დაკავშირებულია არარეგულარულ ელექტრულ იმპულსებზე
- ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (EKG)
- სისხლში ქოლესტეროლის დონის მომატება, სისხლში შარდოვანას დონის მომატება
– კანის ალერგიული რეაქციები (ზოგჯერ მწვავე), მათ შორის სიცოცხლისთვის საშიში კანის მდგომარეობა, მტკივნეულ ბუშტუკებთან ერთად, კანის და ლორწოვანი გარსის წყლულები, განსაკუთრებით პირის ღრუში, კანის ანთება, ჭინჭრის ციება, კანის დამწვრობა ან მწვავე რეაქციების განვითარება სინათლის ან მზის სხივების შედეგად, კანის სიწითლე და გაღიზიანება, კანის წითელი და მეწამული შეფერილობა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს თრომბოციტების დონის შემცირებით, გამონაყარი (ეგზემა)
- შეყვანის ადგილის მხრივ რეაქცია
იშვიათი გვერდითი რეაქციები (შეიძლება გამოვლინდეს 1.000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
- ჰიპერაქტიული ფარისებრი ჯირკვალი
- ტვინის ფუნქციის გაუარესება, რაც წარმოადგენს ღვიძლის დაავადების მწვავე გართულებას
- მხედველობითი ნერვის თითქმის ყველა ბოჭკოს დეგრადაცია, რქოვანას შემღვრევა, უნებლიე თვალის მოძრაობები
- ბულოზური ფოტოსენსიტიურობა
- დაავადება, რომლის დროსაც სხეულის იმუნური სისტემა უტევს პერიფერიულ ნერვულ სისტემას,
- კარდიალური არითმია ან გამტარობის მხრივ პრობლემები (ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში)
- სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციები
- სისხლის შედედების მხრივ დარღვევები
- კანის ალერგიული რეაქციები (ზოგჯერ მწვავე), მათ შორის კანის სწრაფი შეშუპება, კანქვეშა ქსოვილის, ლორწოვანი გარსის და მის ქვეშ მდებარე ქსოვილის ქავილი ან გასქელება, გაწითლებული კანი მოვერცხლისფრო ქერცლით, კანის და ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, სიცოცხლისთვის საშიში კანის დაავადება, რომლის დროსაც ეპიდერმისის (კანის ყველაზე ზედაპირული შრე) დიდი ნაწილი შორდება ქვედა ფენას
- კანზე პატარა მშრალი და აქერცლილი ლაქები, რაც ზოგჯერ სქელდება და გამოვლინდება წვეთების ან “რქების” მსგავსად.
უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები:
- ჭორფლი და პიგმენტური ლაქები
უცნობი სიხშირის სხვა მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები, მაგრამ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს:
- კანის სიმსივნე
- ძვლის გარშემო არსებული ქსოვილის ანთება
- წითელი, ქერცლოვანი ლაქები ან კანზე ბეჭდის მსგავსი დაზიანებები, რაც შეიძლება იყოს აუტოიმუნური დაავადების, წითელი მგლურას, მსგავსი სიმპტომი.
რადგან ცნობილია, რომ ვორიკონაზოლი მოქმედებს ღვიძლის და თირკმლის ფუნქციაზე, მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია აკონტროლოს ღვიძლის და თირკლის ფუნქცია სისხლის ლაბორატორიული ანალიზების საშუალებით. უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს თუ გამოვლინდება კუჭის ტკივილი ან ცვლილებები განავლის ტექსტურის მხრივ.
პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობდნენ ვორიკონაზოლით, გამოვლინდა კანის სიმსივნის შემთხვევები.
სინათლის ან მზის სხივების შედეგად განვითარებული დამწვრობა ან კანის მხრივ მწვავე რეაქციები უფრო ხშირად ვლინდება ბავშვებში. თუ მოზრდილს ან ბავშვს განუვითარდება კანის გამწვავებული მდგომარეობა, მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია გააგზავნოს ის დერმატოლოგთან, რომელმაც ვიზიტის შემდეგ შეიძლება რეგულარულად დაიბაროს პაციენტი ან მისი შვილი დერმატოლოგიური შემოწმებისთვის. ბავშვებში ასევე უფრო ხშირად გამოვლინდა ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება.
თუ გვერდითი ეფექტი გახანგრძლივდა ან გახდება შემაწუხებელი, უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.
მიღების წესი:
შემოგარსული ტაბლეტი მიიღება ჭამამდე 1 საათით ადრე ან გვიან. შემოგარსული ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით.
